ახალი ამბები

ბათუმში ‘ოცნებამ’ 65% მიიღო [Video]

2 ოქტომბერი, 2012 • 853
ბათუმში ‘ოცნებამ’ 65% მიიღო [Video]

ბათუმის 104 უბნის შედეგების დათვლის შედეგად ბათუმის #79 ოლქში არჩევნები 65%-ით კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო. 

 

არჩევნებში მონაწილეობდა 80 328 ამომრჩეველი. ეს არის საერთო მონაწილეთა 59,73%.

 

პარლამეტის არჩევნებში პროპორციული სისტემით შედეგები ასე გადანაწილდა:

“ქართული ოცნება” – 51 148 ხმა, ეს არის ქალაქის ხმების 65%; 
“ნაციონალური მოძრაობა” – 23 409 ხმა, ქალაქის ხმების 30%.

მაჟორიტარები: “ოცნების” კანდიდატი მურმან დუმბაძე –48 474 ხმა, “ნაციონალების” კანდიდატი გიორგი ბარამიძე– 24 182 ხმა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგები: 

ქართული ოცნება –  51 111 ხმა, 65%; 
ნაციონალური მოძრაობა – 23 361 ხმა, 30%.

“ოცნების” კანდიდატი აკაკი ძნელაძე – 48 512 ხმა, “ნაციონალების” კანდიდატი რობერტ ჩხაიძე –23 800 ხმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი