ახალი ამბები

კვირიკაშვილი: ჩვენ დავიბრუნეთ უმთავრესი, ჩვენი თავისუფლება, ვგულისხმობ ადამიანის უფლებებს

29 დეკემბერი, 2016 • 6984
კვირიკაშვილი: ჩვენ დავიბრუნეთ უმთავრესი, ჩვენი თავისუფლება, ვგულისხმობ ადამიანის უფლებებს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი “ქართული ოცნების” ხელისუფლების მთავარ მიღწევად 2012 წლიდან მოყოლებული “თავისუფლების დაბრუნებას” მიიჩნევს, რაც მისი განმარტებით, ადამიანის უფლებების დაცვას გულისხმობს.

“ჩვენ დავიბრუნეთ უმთავრესი, ჩვენი თავისუფლება და ამაში ვგულისხმობ ამ სიტყვის ყველაზე უფრო ფართო გაგებას, ადამიანის უფლებებს. და ის პროგრესი, რომელიც ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს, აღნიშნულია არაერთი საერთაშორისო ინსტიტუციის მიერ. შესაბამისად, მთელი ჩვენი ენერგია ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ადამიანის გადარჩენაზე იყო ორიენტირებული, ჩვენ გვქონდა კონკრეტული გამოწვევები 2012 წლიდან მოყოლებული და ვინაიდან ქვეყანა იყო განვითარების სწორ გზაზე დასაყენებელი, ჩვენ დავიწყეთ ადამიანზე ზრუნვა”,-  განაცხადა კვირიკაშვილმა დღეს, 29 დეკემბერს გამართულ 2016 წლის ბოლო მთავრობის სხდომაზე. პრემიერ-მინისტრმა გასული წელი შეაჯამა და მომავალი წლის გეგმებზე ისაუბრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი