ახალი ამბები

ანონსი – 29 დეკემბერი

28 დეკემბერი, 2016 • 2915
ანონსი – 29 დეკემბერი

წარმოგიდგენთ 29 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

 


10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში თეთრი ხმაურის მოძრაობის მიერ 10 დეკემბერს პარლამენტთან გამართულ აქციაზე დაკავებული ორი პირის, შოთა ხინჩასა და მირიან მალაყმაძის სასამართლო პროცესი გაიმართება. დაკავებულებს ბრალი ედებათ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევაში. თეთრი ხმაურის მოძრაობა აცხადებს, რომ არც ერთ მხარდამჭერს არ დატოვებს უსამართლო სისტემასთან პირისპირ. მოძრაობის აქტივისტები პროცესის პარალელურად სასამართლოს ეზოში შეიკრიბებიან და აქციაზე დაკავებულებს მხარდაჭერას გამოუცხადებენ.


10:30 საათზე, “თბილსერვის ჯგუფი” საახალწლოდ “წლის საუკეთესო თანამშრომლებს” დააჯილდოვებს. დაჯილდოებას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრება. მისამართი: კახეთის გზატკეცილი M67, (შპს “თბილსერვის ჯგუფის” სათაო ოფისი – მეოთხე სართული, დიდი დარბაზი). საკონტაქტო პირი: ნინი მთვარაძე – 598141151.


12:00 საათზე, “პირველის” პრესკლუბში 13 ივნისს დაზარალებულების ადვოკატი თამუნა ქუთათელაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულების ქონების მითვისება ადვოკატების მიერ. მისამართი: წერეთლის N116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართული. საკონტაქტო პირი: თამთა კალანდაძე –595037722.


13:00 საათზე, ვენეციის ხელოვნების 57-ე საერთაშორისო გამოფენაზე, საქართველოს სახელით წარსადგენ პროექტზე გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა, რის შესახებაც კულტურის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია. ღონისძიებას კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე კახი კანდელაკი გაუძღვება, რომელიც გამარჯვებულ პროექტსა და მის ავტორს დაასახელებს.


18:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია “იარე ფეხით” წარადგენს პროექტის “მონიშნე, გააუმჯობესე და იარე ფეხით” პროექტის პრეზენტაციის შედეგებს. პროექტის მოიაზრებდა ქალაქში ქვეითთა საჯარო მონაცემთა ბაზის და რუკის შექმნას. საპილოტედ აირჩა ვაკის ტერიტორია, სადაც უფრო მაღალია სტუდენტთა მოძრაობა. ბაზა თავს უყრის ყველა იმ დაბრკოლებას, რომლებსაც ვაწყდებით ყოველდღიური მოძრაობისას ქუჩაში, იქნება ეს ტროტუარზე უკანონოდ პარკირებული ავტომობილები თუ სამშენებლო სამუშაოების შედეგად წართმეული ქვეითთა სივრცე. მონაცემები გადაეცემა თბილისის მერიას, ვისთან ერთადაც იგეგმება ქვეითთა პრობლემური საკითხების მოგვარება. პროექტი განხორციელდა თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. შედეგების პრეზენტაციას დაესწრებიან თბილისის მერიის წარმომადგენლები. სამუშაო ენა – ქართული (შესაძლებელი იქნება თარგმანიც). მისამართი: Impact Hub თბილისი, ეგნატე ნინოშვილი ქ. N8.

მასალების გადაბეჭდვის წესი