ახალი ამბები

კახეთის 8 ოლქიდან 3- ში ‘ოცნების’ კანდიდატები ლიდერობენ

2 ოქტომბერი, 2012 • 1095
კახეთის 8 ოლქიდან 3- ში ‘ოცნების’ კანდიდატები ლიდერობენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემი კახეთის რეგიონში ასე გამოიყურება: 

საგარეჯო

49 უბნიდან დათვლილია 3 უბნის მონაცემი.

მიღებული ხმები პარტიების მიხედვით ასე გადანაწილდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა –63.31%, “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება”– 33.86%; 

მაჟორიტარების მიერ მიღებული ხმები ოლქების მიხედვით: გია ჩალათაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს” 46.26% და კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან” თინათინ ხიდაშელმა 50.14% მიიღო. 

 

გურჯაანში 51 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 2 უბნის მონაცემი.

მიღებული ხმები პარტიების მიხედვით: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა– 61.84%, “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება” –28.26%. 

მაჟორიტარების მიერ მიღებული ხმები ოლქების მიხედვით: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” გიორგი ღვინიაშვილმა 51.48% აიღო, ხოლო კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან” მანანა ბერიკაშვილმა -43.6%; 

 

ლაგოდეხის 35 უბნიდან დათვლილია მხოლოდ 1 უბნის მონაცემი. 

მიღებული ხმები პარტიების მიხედვით: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” –66.67%, “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება” –31.07%.

მაჟორიტარების მიერ მიღებული ხმები ოლქების მიხედვით: ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი გოზალიშვილმა აიღო 61.38% და კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან” ელდარ კურტანიძემ – 34.34%;

 

ყვარლის 30 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 2 უბნის მონაცემი. 

მიღებული ხმები პარტიების მიხედვით: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” –54.08%, “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება”–39.63%.

მაჟორიტარების მიერ მიღებული ხმები ოლქების მიხედვით: ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან მარიკა ვერულაშვილი- 55.82% და კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” დავით ქევხიშვილი- 40.63%;

 

ახმეტის 29 უბნიდან დათვლილია 26 უბნის მონაცემი. 

მიღებული ხმები პარტიების მიხედვით: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა– 43.95% , “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება” –51.53%.

მაჟორიტარების მიერ მიღებული ხმები ოლქების მიხედვით: ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან პეტრე ცისკარიშვილმა აიღო 44.56% და კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან” ზურაბ ზვიადაურმა –51.75%. 

 

დედოფლისწყაროს 23 უბნიდან დათვლილია 1 უბნის მონაცემი. 

მიღებული ხმები პარტიების მიხედვით: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა –46.99%, “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება”– 49.45%.

მაჟორიტარების მიერ მიღებული ხმები ოლქების მიხედვით: ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ზაზა კედელაშვილმა აიღო 52.49% და კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან” ალექსანდრე თამაზაშვილმა 45.03%.

 

სიღნაღის 35 უბნიდან დათვლილია 33 უბანის შედეგი.

მიღებული ხმები პარტიების მიხედვით: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა– 46,31%, “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება”–49.38% .

მაჟორიტარების მიერ მიღებული ხმები ოლქების მიხედვით: ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ბეჟაშვილი -48.39% და კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” გელა გელაშვილი-  47.53%;

 

თელავის 54 უბნიდან დათვლილია 40 უბნის მონაცემი. 

მიღებული ხმები პარტიების მიხედვით: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა –43.65%, “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება” –49.78%.

მაჟორიტარების მიერ მიღებული ხმები ოლქების მიხედვით: ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ვასილ დავითაშვილმა აიღო 44.41%  და კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან” გელა სამხარაულმა– 47.55%. 

მასალების გადაბეჭდვის წესი