ახალი ამბები

ცესკო: ჯერჯერობით არც ერთ უბანზე შედეგები არ გაუქმებულა

2 ოქტომბერი, 2012 • 841
ცესკო: ჯერჯერობით არც ერთ უბანზე შედეგები არ გაუქმებულა

“საჩივრების განხილვა მიმდინარეობს და თუ რაიმე დარღვევას ექნება ადგილი, ცესკო ამაზე იმსჯელებს”, – განაცხადა დღეს, 2 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა.

აღნიშნულ საკითხს ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შესაძლოა შიდა ქართლის ოლქების რამდენიმე საარჩევნო უბანზე შედეგები გაუქმდეს. კერძოდ, მისი თქმით, შეიძლება გაუქმდეს ხაშურის, გორისა და ქარელის საარჩევნო უბნების შედეგები.

“ამ ფაქტების შესახებ ვაგროვებთ ინფორმაციებს და დღის განმავლობაში ამ ფაქტებზე ცესკო იმსჯელებს”, – აღნიშნა ხარატიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი