ახალი ამბები

საზ.მაუწყებლის გენერალური დირექტორობის სურვილი 15-მა ადამიანმა გამოთქვა – სრული სია

28 დეკემბერი, 2016 • 16228
საზ.მაუწყებლის გენერალური დირექტორობის სურვილი 15-მა ადამიანმა გამოთქვა – სრული სია

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის პოსტის დაკავების  მსურველების ვინაობა უკვე ცნობილია.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს განცხადებით, 15-მა პირმა მიმართა, ესენი არიან:

  • ბაჩუკი ბახტაძე
  • რევაზ შალიბაშვილი
  • ზაალ ანჯაფარიძე
  • გიორგი ქავთარაძე
  • ვასილ მაღლაფერიძე
  • ნინო ზაუტაშვილი
  • გურამ ფალავანდიშვილი
  • ნიკოლოზ მჭედლიშვილი
  • თინათინ ბერძენიშვილი
  • დავით ცინცაძე
  • მანანა ღოღობერიძე
  • რამაზ სამხარაძე
  • თამაზ ბიბილური
  • ნათია კუპრაშვილი
  • მარგარიტა დოლიძე

შეგახსენებთ, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსი 2016 წლის 28 ნოემბერს გამოაცხადა.

მაუწყებლის გენ.დირექტორის პოსტის დასაკავებლად ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება დღეს, 28 დეკემბერს დასრულდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3 იანვარს ჩატარდება ფარული კენჭისყრა, რომლის შედეგადაც გაირკვევა მე-2 ტურში გამსვლელი კანდიდატების ვინაობა.

მეორე ტურში გასულ კანდიდატებს საბჭო 4-5 იანვარს მოუსმენს და ამის ხილვის საშუალება მაყურებელს მე-2 არხის მეშვეობით პირდაპირ ეთერში ექნება.

გამარჯვებული ვინაობა 6 იანვარს გაირკვევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი