ახალი ამბები

ბათუმის #76 უბანზე ‘ოცნებამ’ გაიმარჯვა

2 ოქტომბერი, 2012 • 990
ბათუმის #76 უბანზე ‘ოცნებამ’ გაიმარჯვა

ბათუმის #76 უბანზე (ანგისის დასახლება) პარლამენტის პროპორციული არჩევნების შედეგებით მმართველმა პარტიამ 420 ხმით წააგო: “ქართულმა ოცნებამ” 624 ხმა მიიღო, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” – 204 ხმა; “ქრისტიან დემოკრატებმა” – 8 ხმა;   “თავისუფალმა საქართველომ” – 5 ხმა; “ლეიბორისტულმა პარტიამ” – 9 ხმა.  

 

“ქართული ოცნების” მაჟორიტარმა მურმან დუმბაძემ 598 ხმა აიღო. მმართველი პარტიის მაჟორიტარმა გიორგი ბარამიძემ – 16 ხმა. ხოლო თავისუფალი საქართველოს მაჟორიტარმა – რამინ პაპიძემ 10 ხმა.

 

აჭარის უმაღლესი  საბჭოს არჩევნებზე, ბათუმის  #76 უბანზე ქართულმა ოცნებამ 620 ხმა მიიღო. ნაციონალურმა მოძრაობამ – 201 ხმა. 10-10 ხმა მიიღეს ლეიბორისტულმა პარტიამ და ქრისტიან დემოკრატებმა.

 

ამ უბანზე მაჟორიტარმა კანდიდატებმა აკაკი ძნელაძემ (ქართული ოცნება) 600 ხმა მიიღო; რობერტ ჩხაიძემ (ნაციონალური მოძრაობა) – 207 ხმა, დავით რობაქიძემ (ლეიბორისტული პარტია)  – 38 ხმა.

 

აღნიშნულ უბანზე 1475 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ხმა მისცა 868 ამომჩეველმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი