ახალი ამბებიხელოვნება

თეატრალური პრემია დურუჯის გამარჯვებულები 2016 წელს

28 დეკემბერი, 2016 • 6917
თეატრალური პრემია დურუჯის გამარჯვებულები 2016 წელს

27 დეკემბერს კულტურის სამინისტროში რიგით VIII თეატრალური პრემია „დურუჯის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის ჯილდო დავით საყვარელიძეს სპექტაკლისთვის „ლისისტრატე“ გადაეცა. გამარჯვებული პრემიის სახით 14 000 ლარს მიიღებს.

საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორად ლაშა ბუღაძე დასახელდა („ლისისტრატე“). საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში კი ნინო კასრაძემ გაიმარჯვა („ლისისტრატე“). საუკეთესო მსახიობი მამაკაცის როლის შესრულებისთვის ჯილდო წელს გიორგი გლოველს გადაეცა („იხვებზე ნადირობა“).

საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორად ლაშა ბუღაძე დასახელდა 27.12.16

საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორად ლაშა ბუღაძე დასახელდა 27.12.16

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი ახალგაზრდა რეჟისორს ავთანდილ დიასამიძეს გადაეცა. 10 000 ლარს ახალგაზრდა რეჟისორი 2017 წლის სეზონზე სპექტაკლის დასადგმელად მიიღებს.

„დურუჯი“ – პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემიაა, რომელიც საქველმოქმედო ფონდის „ცისკარი“ და „რედიქს ჯგუფის“ ორგანიზებით უკვე მე-8 წელია იმართება. 2016 წელს, ჯამში, 20 თეატრის 33 განაცხადი იქნა შემოტანილი. 7 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური ნომინირებულ სპექტაკლებს 3 თვის განმავლობაში აფასებდა, რის შედეგადაც შეირჩა მეორე ტურში მონაწილე 21 ნომინანტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი