ახალი ამბები

სამინისტროს დავალებით ყველა საელჩომ და საკონსულომ Twitter ანგარიში გახსნა

28 დეკემბერი, 2016 • 2101
სამინისტროს დავალებით ყველა საელჩომ და საკონსულომ Twitter ანგარიში გახსნა

საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საგარეო უწყებამ ციფრული დიპლომატიის განვითარება დაიწყო, რის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს ელჩებს, საელჩოებს და საკონსულოებს სოციალური ქსელების სხვადასხვა პლატფორმის გამოყენება დაევალათ:

“ჩვენ აქტიურად გადავდივართ ელექტრონული დიპლომატიის განვითარებაზე, ციფრული დიპლომატია გულისხმობს “Twitter”ანგარიშების გახსნას, ყველა საელჩოს მიეცა დავალება და ყველა საელჩოს და ელჩს შექმნილი აქვთ Twitter ანგარიში, არსებობს სამინისტროს ანგარიშიც, ჩემი პირადი ანგარიშიც, ასევე, “Facebook”-ის გვერდი. ჩვენ ვცდილობთ სოციალური მედიის მაქსიმალურად გამოყენებას, მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე დიპლომატიის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია Twitter, Facebook და სოციალური მედია, ამით ხდება ინფორმაციის მაქსიმალურად გატანა. ჩვენ ვცდილობთ, რომ ინფორმაციაზე წვდომა გავამარტივოთ”- ამის შესახებ ჯანელიძემ დღეს, 28 დეკემბერს, “ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში” ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მინისტრმა წლის სამუშაო შეაჯამა და მედიას 2017 წლის გეგმები გააცნო.

საქართველოს 63 ქვეყანაში აქვს საელჩო, ხოლო საკონსულოების და გენერალური საკონსულოების გათვალისწინებით მათი რაოდენობა 73-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი