ახალი ამბები

‘ქართული ოცნების’ მხარდამჭერთა ზეიმი ზუგდიდში [Video]

2 ოქტომბერი, 2012 • 944
‘ქართული ოცნების’ მხარდამჭერთა ზეიმი ზუგდიდში [Video]

კოალიცია “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა ზეიმი–აქცია ზუგდიდის ცენტრში, საოლქო კომისიისგან შორიახლოს ტარდება.

 

‘ოცნების’ მხარდამჭერები და საარჩევნო პროცესში ჩართული პირები თვალს ადევნებენ არჩევნების წინასწარ შედეგებს პარტიის შტაბის წინ დამონტაჟებულ ეკრანზე. ინფორმაციას ტელეკომპანია “მეცხრე არხი” გადასცემს. 

 

გამოცხადებულ შედეგებს კოალიციის მხარდამჭერები ოვაციებით და შეძახილებით ხვდებიან.

 

რამდენიმე წუთში ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ალასანია სიტყვით წარსდგება შეკრებილი მხარდამჭერების წინაშე.

მასალების გადაბეჭდვის წესი