ახალი ამბებირეკლამა

11 ბანკომატის ადაპტაცია უსინათლო მომხმარებლებისთვის და სხვა სიახლეები – “სიცოცხლის ხე”- 2016 და გეგმები

28 დეკემბერი, 2016 • 6615
11 ბანკომატის ადაპტაცია უსინათლო მომხმარებლებისთვის და სხვა სიახლეები – “სიცოცხლის ხე”- 2016 და გეგმები

ფონდმასიცოცხლის ხე“, საქართველოს ბანკის ფონდმა, 2016 წელი შეაჯამა და 2017 წლის გეგმების შესახებ განაცხადა.

2016 წლის განმავლობაში, ფონდმა განაგრძო ზრუნვა განათლების ხელშეწყობასა და შშმ პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებებით, რის ფარგლებშიც განხორციელდა 20-ზე მეტი პროექტი და საერთო დაფინანსებამ 1 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. „სიცოცხლის ხემგანახორციელა:

[checklist]

  • პროექტები შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციისა და განათლების  ხელშეწყობისთვის
  • კამპანიები შშმპ თემატიკაზე საზოგადოებაში ცნობიერების ასამაღლებელად
  • დააფინანსა სტიპენდიები აბიტურიენტებისა და სამაგისტრო პროგრამის მონაწილეებისთვის;
  • 2016 წელს ფონდის საქმიანობას შეემატა კიდევ ერთი მიმართულება – გამოცხადდა  საგრანტო კონკურსი  სოციალური საწარმოების შესაქმნელადხსენებული კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა 5 საწარმოს პროექტი თითოეული 50,000 ლარამდე მოცულობის დაფინანსებით.
  • 2016 წელს, „სიცოცხლის ხემ“ 40-მდე პირს გადაცა ეტლები და დამოუკიდებელი გადაადგილების დამხმარე საშუალებები.  
  • ფონდმა ასევე გაარემონტა და ავეჯით აღჭურვა რუსთავში მდებარე მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლისადაც 6  მზრუნველობამოკლებული მოზარდი ცხოვრობს.
  • 2016 წელსფონდის ხელშეწყობით მობილობის შეზღუდვის მქონე პირებისთვის დამატებით ხელმისაწვდომი გახდა „საქართველოს ბანკის“ 10 სერვისცენტრისაერთო ჯამშიამ დროისთვის, „საქართველოს ბანკის“ 23 სერვისცენტრია ადაპტირებული შშმ პირებისთვის.

[/checklist]

2017 წელსსიცოცხლის ხემუშაობას გააგრძელებს ძირითადი პრიორიტეტების თანახმად და განახორციელებს რამდენიმე ინოვაციურ პროექტს, მათ შორის:

[checklist]

  • ფონდი გამოაცხადებს მეორე საგრანტო კონკურსს სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად;  
  • გაუშვებს donate.ge- – ერთიან საქველმოქმედო პორტალსსადაც შესაძლებელი იქნება შესაწირის გაკეთება სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდში დაასევენივთების დონაცია სოციალურად დაუცველი ადამიანებისა და ბავშთა სახლების დასახმარებლადკერძოდპლატფორმის მეშვეობით ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება ნებისმიერი ნივთის უანგაროდ გაცემარომლის ტრანსპორტირებასაც „სიცოცხლის ხის“ კურიერი განახორციელებს მიზნობრივად; „
  • სიცოცხლის ხე“ ასევე გამოაქვეყნებს ფინანსურ ლექსიკონსრაც ხელს შეუწყობს ფინანსების სფეროში ცოდნის გავრცელებას – ნებისმიერ მსურველს ექნება ინფორმაცია იმ საფინანსო ტერმინებზე, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოყენებადია და რთულად აღსაქმელი;  
  • ქალაქში არსებული ეკოლოგიური და სატრანსპორტო პრობლემების შემცირების მიზნით, „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლებისთვის ამოქმედდება საავტომობილო დამგზავრების აპლიკაციარომლის მეშვეობით ისინი შეძლებენ დაემგზავრონ ერთმანეთს და ერთობლივად გამოიყენონ ნაკლები სატრანსპორტო საშუალება
  • მოხდება საქართველოს ბანკის“ დამატებით 15 სერვისცენტრის ადაპტირება  შშმ პირებისთვის;
  • ბანკის სერვისცენტრები ასევე აღიჭურვება ტაქტილური ბილიკებითსპეციალური მანიშნებლებითა და ბრაილის შრიფტის წარწერებითგანხორციელდება „საქართველოს ბანკის“ 11 ბანკომატის ადაპტაცია უსინათლო მომხმარებლებისთვის.

[/checklist]

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: www.tree.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი