ახალი ამბები

ტრამპის ადმინისტრაციასთან უფრო მაღალ დონეზე გვაქვს ურთიერთობა, ვიდრე ობამას დროს – სესიაშვილი

28 დეკემბერი, 2016 • 6008
ტრამპის ადმინისტრაციასთან უფრო მაღალ დონეზე გვაქვს ურთიერთობა, ვიდრე ობამას დროს – სესიაშვილი

“ჩვენ ტრამპის ადმინისტრაციასთან დღეს უფრო მაღალ დონეზე გვაქვს ურთიერთობა, ვიდრე ობამას ადმინისტრაციასთან გვქონდა”, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი სესიაშვილმა გააკეთა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 20:30-ში:

“სულ რაღაც 2 დღის წინ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ესაუბრა [ტრამპის] ადმინისტრაციის უშიშროების მდივანს, პირდაპირ კავშირზე ვართ მთავარ მრჩეველთან, თუკი მანამდე თანაშემწესთან გვქონდა ურთიერთობა. ჩვენი ელჩი [დავით ბაქრაძე] არის ძალიან აქტიური. მას ძალიან ახლო კავშირები აქვს და მუდმივ კონტაქტზეა ადმინისტრაციის ახალ წევრებთან. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი საინტერესო და პრაგამტულ შედეგბზე ორიენტირებული ურთიერთობა დავიწყეთ… ვაგრძელებთ შეერთებულ შტატებთან. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ჩვენ ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს. მით უმეტეს, რომ ბოლო წლებში ჩვენი ურთიერთობის პრაგმატულობაში ძალიან სერიოზულ სტაბილურობას მივაღწიეთ და სტაბილურ პარტნიორებად ჩამოვყალიბდით. ჩვენ ის დემოკრატიული ღირებულებები გვაერთიანებს, რაც მართლაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რამდენად მიმზიდვებლები ვართ შეერთებული შტატებისთვის რეგიონში”, – განაცხადა სესიაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი