ახალი ამბებისაზოგადოებახელოვნება

Star Wars-ის ვარსკვლავი, კერი ფიშერი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა

27 დეკემბერი, 2016 • 2386
Star Wars-ის ვარსკვლავი, კერი ფიშერი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი კერი ფიშერი, რომელსაც პოპულარობა “ვარსკვლავურ ომებში” პრინცესა ლეიას როლმა მოუტანა, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რამდენიმე დღის წინ, მედიაში გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, მსახიობს გულის შეტევა დაემართა. გულის შეტევა მსახიობმა ლონდონიდან ლოს ანჯელესში მიმავალი თვითმფრინავის ბორტზე, დაშვებამდე 15 წუთით ადრე მიიღო. ფიშერი ლოს ანჯელესის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ინტენსიური დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა. თუმცა, როგორც BBC ფიშერის ოჯახის წევრებზე დაყრდონით იუწყებოდა, მისი მდგომარეობა დასტაბილურდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი