ახალი ამბები

ანონსი – 28 დეკემბერი

27 დეკემბერი, 2016 • 3968
ანონსი – 28 დეკემბერი

10:00 – თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა გაიმართება.


10:00 –  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია დასაქმების მიმართულებით ინოვაციურ მექანიზმს – შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემას წარმოადგენს, რომელიც მომხმარებლისთვის ქვეყანაში შრომის ბაზრის ტენდენციებზე, კარიერულ დაგეგმვასა და პროფესიებზე განახლებული ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს. მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, თბილისი (ჯანდაცვის სამინისტროს

ეროვნული სასწავლო ცენტრი).


10:30 – „პირველის“ პრესკლუბში “აფბას” ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი შოთა გულბანი და თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი ვახტანგ ჭარაია, ბრიფინგს გამართავენ. თემა: 2016 წლის ეკონომიკის მიღწევები და ჩავარდნები. 2017 წლის გამოწვევები.


11:00 –  „პირველის“ პრესკლუბში ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი პრესკონფერენციას გამართავს თემა: 2017 წლის ასტროლოგიური პროგნოზი.


11:30 –  პარლამენტის ბიუროს სხდომა. ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი.


11:45 –  „პირველის“ პრესკლუბში საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატი გურამ ფალავანდიშვილი პრესკონფერენციას გამართავს თემა: გურამ ფალავანდიშვილის პერსონალური განცხადება.


12:00 –  პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომა. ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი.


12:30 – „პირველის“ პრესკლუბში დემოგრაფიული განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ზვიად ტომარაძე სკონსტუტიციო კომისიას 4 საკონსტუტიციო ცვლილებას სთავაზობს.


13:00 –  ქალაქ ონში ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთიმხარის გუბერნატორი პარმენ მარგველაძე, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორი ირაკლიბენდელიანი და აზერბაიჯანული კომპანიის „სოკარ ჯორჯია გაზი“-ის დირექტორი მაირ მამედოვი ქალაქ ონში ახლად აშენებულგაზგამანაწილებელ ქსელ დაათვალიერებენ და ონის ცენტრში ჩირაღდანს აანთებენ.


13:00 –  დედა ენის ბაღში “ქალთა ფონდი საქართველოში” აქტივისტებთან ერთად გამართავს აქციას, წინასაახალწლოდ ხეების მასიური ჭრის და ნაგვის სეგრეგაციის თანამედროვე სისტემის არარსებობის წინააღმდეგ.  აქციის მონაწილეები პლასტმასის გამოყენებული ბოთლებისგან ააგებენ დიდ ნაძვის ხეს და დაამზადებენ სათამაშოებს.


14:45 -, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა განვლილი წლის შედეგების პრეზენტაციას გამართავს, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გახსნის. ადგილი: სასტუმრო ,,თბილისი მარიოტი“.


15:00 – პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა.


18:00 – ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 2016 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს და სასამართლო ინსტანციის, საჯარო და კერძო სფეროს წარმომადგენლებსა და ჟურნალისტურ კორპუსსსპეციალურ ნომინაციებში დააჯილდოვებს.


18:30 –  „მწერალთა სახლში“ გაიმართება “ქალთა ფონდი საქართველოში”-ს დაფინანსებით გამოცემული მოთხრობების კრებულის „მოკლული ქალების ამბების“ წარდგენა. კრებულში 10 თანამედროვე ქართველი მწერლის მოთხრობაა გაერთიანებული. მოთხრობებს საფუძვლად 2013-2014 წელს ქალების ნამდვილად მომხდარი მკვლელობები უდევს საფუძვლად.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი