ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის მაგისტრალურ გაზსადენზე ხანძრის კერა ჩამქრალია

27 დეკემბერი, 2016 • 1672
აზერბაიჯანის მაგისტრალურ გაზსადენზე ხანძრის კერა ჩამქრალია

აზერბაიჯანის ნავთობკომპანია SOCAR-ის ცნობით, დღეს, 27 დეკემბერს, აზერბაიჯანში, დასახლება სანგაჩალთან გამავალ მაგისტრალურ გაზსადენზე გაჩენილი ხანძრის კერა უკვე ჩააქრეს. ამის შესახებ აზერბაიჯანულ საინფორმაციო სააგენტო apa.az-ს SOCAR-იდან აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციითვე, ცეცხლის ჩაქრობის მიზნით გაზსადენის მთავარი ხაზიდან ბუნებრივი აირის მიწოდების მიმართულება ალტერნატიულით შეცვალეს.

ინციდენტის შედეგად ბაქოში და სუმგაიტში მოსახლეობა გარკვეული დროით ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა.

მასალების გადაბეჭდვის წესი