ახალი ამბებისაზოგადოება

ვისთვის გაძვირდა წყალი

27 დეკემბერი, 2016 • 3580
ვისთვის გაძვირდა წყალი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, “ჯორჯიან ვოთერ & ფაუერისთვის” სამომხმარებლო ტარიფი წყალზე არც გამრიცხველიანებული და არც გაუმრიცხველიანებელი მომხმარებლისთვის არ შეიცვლება, ხოლო კომერციულ მომხმარებლების ტარიფი დაახლოებით 1.5 თეთრით გაიზარდა.

კომისიამ დღეს ასევე იმსჯელა “რუსთავის წყლისა” და “მცხეთის წყლის” ტარიფების შესახებ. მცხეთის წყლის შემთხვევაში სამომხმარებლო ტარიფი წყალზე არც გამრიცხველიანებული და არც გაუმრიცხველიანებელი მომხმარებლისთვის არ შეცვლილა, ხოლო კომერციული მომხმარებლებისთვი 1.19 ლარით შემცირდა. რუსთავის წყლის შემთხვევაში ცვლილება არ შეხებია გამრიცხველიანებულ მომხმარებლებს, ტარიფი გაიზარდა 0.13 თეთრით გაუმრიცხველიანებელი მომხამრებლებისთვის.

კომისიის სხდომას ესწრებოდა ენერგოომბუდსმენი, რომელიც კენჭისყრამდე გამოვიდა ინიციატივით, არ გაზრდილიყო GWP-ის ტარიფი კომერციული მომხმარებლებისთვის, რადგან მათ აპარატში მუდმივად შედიოდა განცხდებები წყლის ცუდ მიწოდებასთან დაკავშირებით, მათ შორის, კომერციული სუბიექტებისგან. ომბუდსმენის დამოკიდებულება კომისიამ არ გაიზიარა და წამოყენებლი პროექტი მაინც დაამტკიცა. GWP-ის მთავარმა იურისტმა ჯაბა მამულაშვილმა განაცხადა, რომ წყლის მიწოდების შეფერხება გაუმართავი ინფრასტრუქტურითაა გამოწვეული და მათ ამ მხრივ განსაკუთრებულად მძიმე მემკვიდრეობა ერგოთ.

ახალი ტარიფები 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება და მთელი წლის განმავლობაში იქნება აქტიური.

მასალების გადაბეჭდვის წესი