25650

2017 წლიდან ახალგორელები ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთას მხოლოდ ახალი საშვებით შეძლებენ

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, “2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ ახალი ტიპის საშვით იქნება შესაძლებელი”.

ახალი ტიპის საშვების გაცემა ცხინვალმა 2016 წლის აგვისტოდან დაიწყო.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის რეგულაციით, საშვის გარეშე გადაადგილება ადმინიტრაციულ საზღვარზე იკრძალება. უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის 2014 წლის ინფორმაციით,”ლენინგორის [ახალგორის] რაიონის მცხოვრებლებზე 2147 საშვია გაცემული საქართველოს საზღვარზე გადასასვლელად, 2356-მა განმცხადებელმა კი საშვზე უარი მიიღო”.

თბილისმა ახალგორზე კონტროლი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაკარგა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი