ახალი ამბებისაზოგადოება

სოლიდარობა აჭარიდან მოხეში მცხოვრებ მუსლიმებს (ფოტო)

26 დეკემბერი, 2016 • 3213
სოლიდარობა აჭარიდან მოხეში მცხოვრებ მუსლიმებს (ფოტო)

აჭარაში მცხოვრები მუსლიმები, რომლებსაც უკვე წლებია ლოცვის პრობლემა აქვთ და ხშირად ქუჩაში ლოცვა უწევთ, მოხეში ჩავიდნენ და იქ მცხოვრებ მუსლიმებთან ერთად ილოცეს. ამგვარად მათ სოლიდარობა გამოხატეს და კიდევ ერთხელ ხმამაღლა განაცხადეს იმ პრობლემის შესახებ, რომელიც საქართველოში მცხოვრები მუსლიმებისთვის უკვე წლებია არ გვარდება.

ბათუმში, ორთა მეჩეთში, მრევლი 25 დეკემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე შეიკრიბა. ლოცვის დაწყებამდე აბდესი უნდა ჩაიტარონ, რადგან ლოცვის დაწყებამდე ყველა მლოცველი აბდესიანი უნდა იყოს, ხელები, სახე და ფეხები უნდა დაიბანონ. აბდესისთვის გამოყოფილი ადგილი ღია სივრცეშია, მიუხედავად იმისა, რომ გარეთ ცივა, აბდესს ყველა იტარებს. ადგილობრივი მლოცველი დავით ჯიმშერაძე გვეუბნება, რომ თბილი წყალი არ აქვთ და ცივი წყლით უწევთ დაბანა.

დავითი მახინჯაურიდან დადის, დიდად არ წუხს იმაზე, რომ სივიწროვის გამო ხშირად ქუჩაში უწევთ ლოცვა, ამბობს, რომ ღმერთის გარეშე ფოთოლიც არ ჩამოვარდება და როცა ღმერთი ინებებს, ახალი მეჩეთი აშენდება.

განსხვავებულად ფიქრობენ სხვა მლოცველები. ოთარ წულუკიძე ამბობს, რომ ლოცვის და მეჩეთების საკითხის მოგვარება უმნიშვნელოვანესია მუსლიმი თემისთვის, სწორედ ამიტომ ჩავიდა სხვა მუსლიმებთან ერთად მოხეში, სადაც უკვე წლებია სადავო ნაგებობის საკითხი ადგილობრივ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის ვერ გადაწყდა. მუსლიმები უკვე 3 თვეა თოვლსა და ყინვაში გარეთ, სადავო ნაგებობასთან ლოცულობენ, მათი ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ ქრისტიანებმაც დაიწყეს გარეთ ლოცვა:

“ლოცვას მივესალმებით, კარგია, რომ დაიწყეს ლოცვა”,- გვეუბნება ოთარ წულუკიძე.

სიტუაცია მოხეში პირველად 2014 წელს დაიძაბა, როდესაც 27 მაისს მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას შენობის სამუფთო სამმართველოსთვის გადაცემის თხოვნით მიმართა.  8 ივლისს კი მუსლიმმა თემმა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაქარია ენდელაძისგან მიიღო წერილი, სადაც აღნიშნავს, რომ სადავო ქონება ადგილობრივი თვითმართველობის ორგანომ მხოლოდ საჯარო ფუნქციებისა და უფლებამოსილების განხორციელების მიზნით შეიძლება გამოიყენოს.

2014 წელს რელიგიის სააგენტოსთან შეიქმნა კომისია, რომელსაც სადავო შენობის საკითხი უნდა შეესწავლა, 2 წლის მანძილზე არაერთი შეკრების შემდეგ კომისიამ გადაწყვიტა, რომ მოხეში შენობა არ გადაეცემოდა არც მუსლიმ თემს, არც ქრისტიან მრევლს და მას “სადავო საკულტო ნაგებობის” სტატუსი მიენიჭება. კომისიამ ასევე გადაწყვიტა, რომ მოხეში მუსლიმებს ახალი მეჩეთის ასაშენებლად კონკრეტულ ადგილებს შესთავაზებენ. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ ახალი მეჩეთი არ სჭირდებათ და პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სადავო ნაგებობა მათ გადაეცეთ.

საუბარში ასევე ახსენებს მოხის სკოლის დირექტორის მინიშნებას, მუსლიმ მოსწავლეს თავსაბურავი მოეხადა, და მოითხოვენ, საკითხი განათლების სამინისტრომ შეისწავლოს.

საუბრისას მეჩეთში ორი გოგონა მოვიდა თავსაბურავებით.

“ნახეთ, რა ლამაზები არიან” – ამბობს ოთარი და იქვე ამატებს, რომ უთავშლოდ სიარული ქალის ჯანმრთელობისთვისაც საზიანოა.

მეჩეთში შეკრებილი მუსლიმები საკუთარ პრობლემებზე იწყებენ საუბარს. ყველა ხაზგასმით ამბობს, რომ მათთვის არ არსებობს იმაზე მეტი შეურაცხყოფა, ვიდრე ის, რომ მუსლიმობის გამო თათარს უწოდებენ.

“მე იმიტომ კი არ ვარ მუსლიმი, რომ ვიღაცამ თავზე მომახვია. ისლამი რომ მივიღე, 33 წლის ვიყავი, მანამდე მწარე ათეისტი ვიყავი. თუ ქრისტიანი არ ხარ, შენ ქართველი არ ხარ, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მრევლს მწვალებლებს ეძახიან, კათოლიკებს ფრანგებს ეძახიან, ჩვენ თათრებს გვეძახიან”,- ამბობს წულუკიძე.

პრობლემები, რომლის შესახებაც მუსლიმები საუბრობენ აჭარაში თუ სამცხე ჯავახეთში, ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ესაა ლოცვის უფლება და დამოკიდებულებები, რომლებსაც მათ გარეშემო მყოფთაგან აწყდებიან. მოხეში მცხოვრები მუსლიმები ამბობენ, რომ მათთვის, როგორც განსხვავებული აღმსარებლობის ადამიანებისთვის, არავითარი პერპექტივა არ არსებობს, ვერსად საქმდებიან საჯარო სექტორში. გვიყვებიან შემთხვევას, როდესაც სკოლის დირექტორი ვერ გახდა მუსლიმი, თუმცა სკოლაში 4 სერტიფიცირებული პედაგოგია, რომლებიც დირექტორობის კანდიდატები იყვნენ, თუმცა, ამაოდ:

“ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენს რეგიონში, პირადად ჩვენს სოფელში, გააფთრებით გვეუბნებიან, რომ შენ ხარ არარაობა, როდესაც მინდა, სადაც მინდა, გაგჭყლიტავ და შენ ვერაფერს ვერ იტყვი”,- ამბობს მოხის მცხოვრები თემურ მიქელაძე.

ახალგაზრდა ქალები ცალკე ოთახში ლოცულობენ ორთა მეჩეთში, ბათუმი ფოტო: ნეტგაზეთი

ახალგაზრდა ქალები ცალკე ოთახში ლოცულობენ ორთა მეჩეთში, ბათუმი ფოტო: ნეტგაზეთი

მუსლიმი იღებს აბდესს ლოცვის წინ, ორთა მეჩეთი, ბათუმი. ფოტო: ნეტგაზეთი

მუსლიმი იღებს აბდესს ლოცვის წინ, ორთა მეჩეთი, ბათუმი. ფოტო: ნეტგაზეთი

ახალგაზრდა ქალები ცალკე ოთახში ლოცულობენ ორთა მეჩეთში, ბათუმი ფოტო: ნეტგაზეთი

ახალგაზრდა ქალები ცალკე ოთახში ლოცულობენ ორთა მეჩეთში, ბათუმი ფოტო: ნეტგაზეთი

მუსლიმი იღებს აბდესს ლოცვის წინ, ორთა მეჩეთი, ბათუმი. ფოტო: ნეტგაზეთი

მუსლიმი იღებს აბდესს ლოცვის წინ, ორთა მეჩეთი, ბათუმი. ფოტო: ნეტგაზეთი

ორთა მეჩეთი, ბათუმი, ფოტო: ნეტგაზეთი

ორთა მეჩეთი, ბათუმი, ფოტო: ნეტგაზეთი

ორთა მეჩეთი, ბათუმი, ფოტო: ნეტგაზეთი

ორთა მეჩეთი, ბათუმი, ფოტო: ნეტგაზეთი

ორთა მეჩეთი, ბათუმი, ფოტო: ნეტგაზეთი

ორთა მეჩეთი, ბათუმი, ფოტო: ნეტგაზეთი

ორთა მეჩეთი, ბათუმი, ფოტო: ნეტგაზეთი

ორთა მეჩეთი, ბათუმი, ფოტო: ნეტგაზეთი

ორთა მეჩეთი, ბათუმი, ფოტო: ნეტგაზეთი

ორთა მეჩეთი, ბათუმი, ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი