ახალი ამბებიხელოვნება

კულტურის სამინისტრომ თბილისისა და შავი ზღვის ჯაზფესტივალები 2016 წელს 1 მილიონი ლარით დააფინანსა

26 დეკემბერი, 2016 • 8594
კულტურის სამინისტრომ თბილისისა და შავი ზღვის ჯაზფესტივალები 2016 წელს 1 მილიონი ლარით დააფინანსა

2016 წელს კულტურის სამინისტრომ 1 მილიონი ლარით დააფინანსა კულტურის მინისტრთან, მიხეილ გიორგაძესთან დაკავშირებული კომპანიის – “ისთერნ ფრომოუშენსის” მიერ განხორციელებული ჯაზფესტივალები.

კულტურის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, “ისთერნ ფრომოუშენსს” 600 000 ლარი გამოუყო “შავი ზღვის ჯაზფესტივალის” დასაფინანსებლად, ხოლო თბილისის ჯაზფესტივალის დასაფინანასებლად – 400 000 ლარი.

კომპანია “ისთერნ ფრომოუშენსი” კულტურის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის მიერ დაარსებული კომპანიაა, რომლის 22%-იან წილს ფლობდა, სანამ მინისტრი გახდებოდა. მისი მოადგილე კახი კანდელაკი ასევე კომპანიის 22%-ს ფლობდა.

ჯაზფესტივალის ჩასატარებლად კომპანია დაფინანსებას სახელმწფო ბიუჯეტიდან წინა წლებშიც იღებდა, მხოლოდ 2013 წელს არ დააფინანასა კულტურის სამინისტრომ, მაშინდელი მინისტრის, გურამ ოდიშარიას გადაწყვეტილებით. მას შემდეგ, რაც ოდიშარიამ თანამდებობა დატოვა და მისი ადგილი დაიკავა მიხეილ გიორგაძემ, 2014 წლიდან ჯაზფესტივალების დაფინანსება აღდგა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი