ახალი ამბები

საპარლამენტო უმრავლესობაში კიდევ ერთი ფრაქცია – “რეგიონების განვითარებისთვის” დარეგისტრირდა

26 დეკემბერი, 2016 • 3539
საპარლამენტო უმრავლესობაში კიდევ ერთი ფრაქცია – “რეგიონების განვითარებისთვის” დარეგისტრირდა

დღეს, 26 დეკემბერს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი სამი ახალი ფრაქცია დაარეგისტრირა.

ანონსით გავრცელებულ ინფორმაციას ორი ფრაქციის – “სოციალ დემოკრატების” და ” კონსერვატორების” -დარეგისტრირების შესახებ დაემატა მესამე ფრაქცია “რეგიონების განვითარებისთვის”, რაც კომიტეტის სხდომის დაწყების შემდეგ გახდა ცნობილი.

ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატები”:

თავმჯდომარე – გია ჟორჟოლიანი. წევრები: კობა ნარჩემაშვილი, სავალან მირზოევი, ბექა ნაცვლიშვილი, სულხან მახათაძე, რომან მუჩიაშვილი.

ფრაქცია “ქართული ოცნება – რეგიონების განვითარებისთის”:

თავმჯდომარე – კახა ოქრიაშვილი, წევრები: გოგი მეშველიანი, ენზელ მკოიანი, გოდერძი ჩანქსელიანი, პაატა მხეიძე, გურამ მაჭარაშვილი.

ფრაქცია “ქართული ოცნება – კონსერვატორები”:

თავმჯდომარე – გიგა ბუკია. წევრები: ზვიად ძიძიგური, პაატა კვიჟინაძე, ნინო გოგუაძე, რუსლან გაჯიევი, მუხრან ვახტანგაშვილი.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, საკითხი დღესვე გავა ბიუროს სხდომაზე. ბიურო ფრაქციების დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ იმ შემთხვაში, თუკი წინააღმდეგია. სხვა შემთხვევაში, ფრაქციები დარეგისტრირებულად ითვლებიან.

თუკი ბიურო განსხვავებულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, “ქართული ოცნების” უმრავლესობას პარლამენტში ხუთი ფრაქცია ექნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი