ილია II ვერ დაესწრო მისი აღსაყდრებისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას

დღეს სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების 39–ე წლისთავთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა გაიმართა, რომელსაც თავად პატრიარქი ვერ დაესწრო. ამის მიზეზი გახდა ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.

ინტერპრესნიუსის ცნობით, პატრიარის ექიმმა ცისანა შარტავამ განმარტა, რომ პატრიარს, სავარაუდოდ, აქვს ინფექცია გრიპის ვირუსით, რომელიც მაღალი ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს.

ილია მეორე 1977 წლის 25 დეკემბერს ეკურთხა საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესიის პატრიარქად.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი