ახალი ამბები

თბილისში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა მიმდინარეობს

24 დეკემბერი, 2016 • 3088
თბილისში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა მიმდინარეობს

თბილისში  საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მომზადების მიზნით შექმნილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა მიმდინარეობს. სხდომაში არ მონაწილეობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

“დღეს გვაქვს უნიკალური შანსი, ისტორიული შანსი, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვაყალიბოთ ისეთი კონსტიტუცია, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან,” – ეს განცხადება კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სხდომის დაწყებისას გააკეთა.

ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკუთარ გადწყვეტილებას გადახედავს და კომისიის მუშაობაში ჩაერთვება.

კომისიის შემადგენლობა პარლამენტის თავმჯდომარემ გუშინ, 23 დეკემბერს, დაამტკიცა. კომისიის წევრები არიან საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმოამდგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.

 

დღევანლდელ სხდომაზე საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაა დაგეგმილი, მათ შორის კომისიის ოთხი ჯგუფის დაკომპლექტება.

მასალების გადაბეჭდვის წესი