ახალი ამბები

პროექტისთვის “უჩინარები” ნეტგაზეთი “ქარტიის პრიზი 2016”-ის გამარჯვებულია

24 დეკემბერი, 2016 • 4067
პროექტისთვის “უჩინარები” ნეტგაზეთი “ქარტიის პრიზი 2016”-ის გამარჯვებულია

დღეს, 24 დემეკბერს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ “ქარტიის პრიზი 2016”- ის გამარჯვებულები გამოავლინა.

საუკეთესო მულტიმედია პროექტის “უჩინარები” – “ნეტგაზეთი” , გამარჯვებულები- დავით ქოქოშვილი, ელენე ხაჭაპურიძე.  საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისთვის “აგენტი პროვოკატორი 2” პრიზი მოიპოვეს სტუდია მონიტორის ჟურნალისტებმა გიორგი მგელაძემ და ნინო რამიშვილმა.  ნომინაციაში “ბავშვთა საკითხების სიღრმისეული გაშუქება” გაიმარჯვა ნინო ზაუტაშვილმა,გადაცემით რეალური სივრცე.  გამოვლინდა საუკეთესო სტატიის ავტორი,“სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტი,  თამუნა უჩიძე სტატია:”სადავაო სამკვიდრებელი”

საუკეთესო ვიდეორეპორტაჟი არ გამოვლენილა, მაგრამ  გამოვლინდა საუკეთესო ნამუშევარი, რომელმაც წამოჭრა  დისკუსი ქალთა პრობლემებზე. პრიზი გადაეცა აიდა მირმაქსუმოვას. ის ვერ დაესწრო დაჯილდოებას. პრიზი მის ნაცვლად მიიღო ბექა ბაჟელიძემ , მედიაორგაზიაცია IWPR-ის კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელმა.

პროექტი “უჩინარები” 10 მულტიმედიური მასალისგან შედგება, რომელშიც ზეპირი ისტორიებისა და გადაცემების მეშვეობით ამა თუ იმ უმცირესობათა თუ დაუცველი ჯგუფების პრობლემებია გაანალიზებული. უფრო ვრცლად პროექტს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი