ახალი ამბები

ნაძალადევის რაიონის გამგებლობის კანდიდატს სუს-ის უფროსის მოადგილემ გაუწია რეკომენდაცია

23 დეკემბერი, 2016 • 6360
ნაძალადევის რაიონის გამგებლობის კანდიდატს სუს-ის უფროსის მოადგილემ გაუწია რეკომენდაცია

დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის ნაძალადევის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე ირაკლი ხელაძის დანიშვნის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ იმსჯელებენ. ირაკლი ხელაძის რეკომენდატორი აღნიშნულ თანამდებობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძეა:

“24 ნოემბერს ნარმანიამ საკრებულოში წარმოადგინა ბატონი დავით გოგიძის კანდიდატურა, რომელსაც მეტ-ნაკლებად აქვს თვითმართველობაში მუშაობის გამოცდილება, მაგრამ 2 კვირის თავზე მოდის კვლავ ნარმანიას წერილი, რომელიც გვთხოვს საკრებულოს, რომ არ განვიხილოთ კონკრეტული კანდიდატურა და განვიხილოთ  ახალი, ბატონ ირაკლი ხელაძის კანდიდატურა, რომელსაც წარმოდგენილი აქვს თავისი ბიოგრაფია.  “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქცია რამდენიმე წლის მანძილზე მივუთითებდით ნარმანიას, რომ  სუსის არადეკლარირებული მმართველობა ხორციელდებოდა თბილისში. დღეს ბატონმა ნარმანიამ უკვე დეკლარირებულად განგვიცხადა, რომ სუსის პირდაპირი მმართველობა უნდა განხორციელდეს, რადგან კონკრეტული კანდიდატის, ირაკლი ხელაძის რეკომენდატორი არის ალექსანდრე ტაბატაძე, რომელიც უშიშროების მინისტრის მოადგილე გახლავთ”,- ამბობს მარინა დათუკიშვილი, საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი.

ალექსანდრე ტაბატაძე სუს-ის უფროსის მოადგილედ 2016 წლის ნოემბერში დაინიშნა, მანამდე იუსიციის მინისტრის მოადგილის და შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი