ახალი ამბები

ებოლას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 2018 წლისთვის მზად იქნება – ახალი კვლევა

23 დეკემბერი, 2016 • 3900
ებოლას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 2018 წლისთვის მზად იქნება – ახალი კვლევა

ექსპერტების თქმით, ექსპერიმენტული ვაქცინა, რომელიც ებოლას სასიკვდილო ვირუსისგან დაიცავს ადამიანებს, 2018 წლისთვის მზად იქნება – წერს “ბიბისი“.

კვლევები, რომლებიც გვინეაში (ქვეყანაში, რომელიც დასავლეთ აფრიკაში ვირუსის გავრცელებით განსაკუთრებულად დაზიანდა) ჩაატარეს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელობით, აჩვენებს, რომ ვაქცინა ებოლასგან 100%-იანი დაცვის გარანტიას იძლევა. კვლევების გასაგრძელებლად მკვლევრები ამჟამად მარეგულირებელი ორგანოებიდან ელოდებიან თანხმობას.

კვლევების შედეგები, რაომელიც სამედიცინო ჟურნალ “ლანცეტში” (The Lancetგამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ 6000-მდე ადამიანი, ვინც ვაქცინა მიიღო, 10 დღეში ვირუსისგან თავისუფალი იყო.

კვლევის ფარგლებში არსებობდა იმავე ზომის მეორე ჯგუფი, რომელსაც ვაქცინა არ მიუღია. BBC-ის ცნობით, მათგან 23 დაინფიცირდა ებოლათი.

6000 ვაქცინამიღებული ადამიანიდან კი მხოლოდ ერთს გამოუვლინდა სერიოზული გვერდითი მოვლენები, თუმცა მკვლევრები ფიქრობენ, რომ ეს დარტყმით იყო გამოწვეული. გვერდითი ეფექტი იყო მაღალი ტემპერატურა, თუმცა პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა მოქმედება ექნება ვაქცინას ბავშვებზე, – წინასწარი კვლევების ფარგლებში ვაქცინა ბავშვებზე არ გამოუცდიათ.

ებოლას ვირუსი პირველად 1976 წელს შეამჩნიეს, თუმცა ბოლო წლებში დასავლეთ აფრიკაში ვირუსმა 11 000 ადამიანზე მეტი შეიწირა. სწორედ ამ კრიზისმა გამოავლინა ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინის საჭიროება. ეპიდემია 2013 წელს დაიწყო გვინეაში და ლიბერიასა და სიერა ლეონეშიც გავრცელდა.

მწარმოებელმა ფარმაცევტულმა კომპანია “მერსკმა” rVSV-ZEBOV ვაქცინის 300 000 დოზა მოამზადა იმ შემთხვევისთვის, თუკი ებოლას ვირუსი კვლავ გააქტიურდება.

ფოტო გადაღებულია ლიბერიაში როდესაც მედდა ებოლოს ვირუსისგან თავდასაცავად დეზინფექციას იტარებს. © EPA, 5.10.2014

 

მასალების გადაბეჭდვის წესი