ახალი ამბები

საჭიროზე 476-ით ნაკლები ბიულეტენი

1 ოქტომბერი, 2012 • 930
საჭიროზე 476-ით  ნაკლები ბიულეტენი

ბათუმში, #30-ე უბანზე საჭიროზე 476 ბიულეტენით ნაკლებია. ამ უბანზე 1469 ამომრჩეველი აძლევს ხმას. 

 

ამ უბანზე გადასატანი ყუთს, რომლითან 20 ამომრჩეველმა უნდა მისცეს ხმა, 22 ბიულეტენი გაატანეს, იმ მოსაზრებით, რომ ორი ბიულეტენი შესაძლოა დაზიანდეს. „ახალგაზრდა იურსტთა ასოციაციამ” საჩივარი დაწერა იმის თაობაზეც, რომ სპეციალურ სიაში მითითებული არ არის გადასატანი ყუთით მოსარგებლე ამომრჩევლების ტელეფონის ნომრები. 

 

 

ბიულეტენების ნაკლები რაოდენობაა ბათუმის #17 უბანზე. ამ უბანზე  დაახლოებით 140-ით ნაკლები ბიულეტენი მივიდა.  აქ ბიულეტენის ჩასადები კონვერტები არ დაუთვლიათ და  აცხადებენ, რომ  მიღების ფურცელზე დაფიქსირებულია 1343, მაშინ როცა უნდა მისულიყო  1442.

 

დაახლოებით 97 ბიულეტენით ნაკლები მივიდა ბათუმის 58 უბანზე. 

 

ხულოს მეათე უბანზე, სადაც 682 ამომრჩეველია, მივიდა 650 ბიულეტენი. 

 

ასევე, ბიულეტენების ნაკლებობა დააფიქსირეს ფოთის 22,18,23,19 უბნებში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებლებმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი