ახალი ამბები

დარღვევები სამგორის ოლქი #126 სპეცუბანზე [Video]

1 ოქტომბერი, 2012 • 1164
დარღვევები სამგორის ოლქი  #126 სპეცუბანზე [Video]

პირველი საჩივარი ეხება ბიულეტენებისა და კონვერტების რაოდენობას, რომელიც ამომრჩეველთა რაოდენობას აჭარბებს. #126 უბანზე რეგისტრირებულია 556 ამომრჩეველი და მიტანილია 600 ბიულეტენი და 637 კონვერტი. კომისიის თავმჯდომარე მერაბ უბირია განნმარტავს, რომ ეს არ წარმოადგენს პრობლემას, რადგან, მისი თქმით, ზედნეტი ბიულეტენები და კონვერტები გაუქმდება.

 

ამას გარდა, როგორც “ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის” დამკვირვებელი ზაზა ხურცია აცხადებს, დილის 7 საათზე, როდესაც უნდა გაიხსნას უბანის კომისიის წევრებისა და დამკვირვებლებისთვის და ამის შემდეგ უნდა შეუდგეს კომისია მუშაობას, უკვე გახსნილი იყო ბიულეტენების შეკვრა, რომელიც დალუქული უნდა ყოფილიყო ამ დროისთვის. 

 

კომისიის თავმჯდომარემ მერაბ უბირიამ განაცხადა, რომ ბიულეტების შეკვრა გახსნილი კი არა, არამედ ოდნავ გახეული იყო იმ ადგილას, სადაც “სკოჩი” ჰქონდა დაკრული. ბიულეტენებთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემის გამო, “ქართული ოცნების” დამკვირვებლის მოთოვნით, მოხდა ბიულეტებისა და კონვერტების დათვლა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ უბანზე რეგისტრირებულ ამომრჩევლებზე მეტი რაოდენობის კონვერტები და ბიულეტენები იყო მიტანილი, რაზეც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაიწერა საჩივარი.

 

“ნეტგაზეთის” რეპორტიორი, რომელიც მედიის ერთადერთი წარმომადგენელია, რომელიც ამ უბანზე არჩევნებს აკვირდება, უბანზე 7:08 საათზე შეუშვეს და ამ დროისთვის კომისიას წილისყრა უკვე დასრულებული ჰქონდა. 

 

წილისყრის შედეგად ნაკადის მომწესრიგებელია – “ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენელი, ყუთის ზედამხედველი – “ევროპელი დემოკრატების” წარმომადგენლები, ხოლო რეგოსტრატორები ქდმ-ს, ქართული ოცნების და ოლქის წარმომადგენლები. 

7:45 საათზე დაილუქა საარჩევნო ყუთი, ხოლო 8:15 საათზე ხმა მისცა პირველმა ამომრჩეველმა, რა დროსაც კიდევ ერთი დარღვევა დაფიქსირდა, კერძოდ, მან ბიულეტენი ყუთში ჩააგდო საკონტროლო ფურცლის ჩაგდებამდე, რაზეც კომისიის თავმჯდომარემ  განაცხადა, რომ ამომრჩეველმა მოულოდნელად ჩააგდო ყუთში ბიულეტები და ამის მერე ჩაუშვეს ყუთში საკონტროლო ფურცელი. “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ამ საკითხზეც დაწერა საჩივარი.

 

კომისიის წევრი “კონსერვატიული პარტიიდან” მაია ჩალიგავა კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობს, რომელიც ეხება სპეცუბანზე რეგისტრირებული ამომრჩევლების მიერ მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას. მისი თქმით, სამხედროები, რომლებიც ირჩევენ ამ უბანზე სამგორის მაჟორიტარ კანდიდატს, არიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მაცხოვრებლები.

 

კომისიის თავმჯდომარემ განუმარტა ჩალიგავას, რომ ამომრჩეველს, რომელიც ერთ წელზე მეტხანს მსახურობს ამ სამხედრო ნაწილში, უფლება აქვს ხმა მისცეს სამგორის მაჟორიტარს. ამ დროისთვის უბანზე ყველა სამხედრო მოსამსახურეს აძლევენ მაჟორიტარის არჩევის უფლებას, რადგან კომისიის წევრების შეკითხვაზე, თუ რამდენი ხანია რაც მსახურობენ აღნიშნულ ნაწილში, ისინი აცხადებენ, რომ – ხუთი-ექვსი წელია

უბანზე არჩევნების დაწყების დროს კომისიის თავმჯდომარე შეეცადა ვიდეოგადაღების უფლება აეკრძალა “ნეტგაზეთის” რეპორტიორისთვის, თუმცა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა კომიიის თავმჯდომარეს მიუთითა ცესკოს დადგენილებას, რომელიც ასეთ აკრძალვას არ ითვალისწინებს, მას უბანზე გადაღების შესაძლებლობა მიეცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი