ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური: ყალბი 20 და 50-ლარიანების გასაღების ბრალდებით 2 პირი დააკავეს

23 დეკემბერი, 2016 • 2299
საგამოძიებო სამსახური: ყალბი 20 და 50-ლარიანების გასაღების ბრალდებით 2 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ყალბი 20 და 50-ლარიანი ბანკნოტების გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

“ბრალდებულები საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებზე და ფიზიკურ პირებზე სისტემატურად ასაღებდნენ კუსტარულად დამზადებულ, ახალი მოდიფიკაციით გაყალბებულ ლარის კუპიურებს. საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ყალბი 20 და 50-ლარიანი ბანკოტები,”- აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ფულის გასაღებას და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 10 წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი