ახალი ამბები

ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა ბათუმში

1 ოქტომბერი, 2012 • 1262
ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა ბათუმში

დილიდან მაღალია ამომრჩევლის აქტივობა ბათუმში.

#29, #39, #87, #52 უბნებზე რიგებია და ამომრჩეველს ნახევარი საათით უწევს ლოდინი ხმის მისაცემად.  

 

 

 #29-ე უბანზე „ქართული ოცნების“ დამკვირვებლები უბანზე ვერ შევიდნენ. მათ აკრედიტაცია გაიარეს, მაგრამ ცესკომ აკრედიტაციის გამოგზავნა დააყოვნა. ამ წუთებშიც ცესკო მათ პასუხობს, რომ აკრედიტაცია გამოგზავნილია და მალე მიიღებენ. 

 

 

#87 უბანზე, სადაც 1378 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ბულეტენების რაოდენობა 78 -ით ნაკლებია. ამის შესახებ „ბათუმელების” კორესპოდენტს ადგილზე მყოფმა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დამკვირვებელმა განუცხადა, რომელიც ამჟამად საჩივარს წერს.   

 

 

ბათუმში მდებარე #74 და #80 უბნებზე, სადაც უმისამართო პირები აძლევენ ხმას, ამ დროისათვის აქტივობა დაბალია. აქ დილიდან 40-მდე ამომრჩეველმა მისცა ხმა, თუმცა 2010 წელს  მე-80 უბანზე მხოლოდ 29 ამომრჩეველი გამოცხადდა. #80 უბანზე 828,  ხოლო 74 უბანზე 778 უმისამართო პირია რეგისტრირებული.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი