ახალი ამბები

GWP: 23 დეკემბერს თბილისის უბნებს წყალმომარაგება არ შეუწყდებათ

23 დეკემბერი, 2016 • 3506
GWP: 23 დეკემბერს თბილისის უბნებს წყალმომარაგება არ შეუწყდებათ

კომპანია “ჯორჯიან უოტერ ენდ პაუერი” აცხადებს, რომ 22 დეკემბერს საღამოს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 23 დეკემბერს თბილისის უბნებს წყალმომარაგება შეეზღუდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ჯორჯიან უოთერ ენდ პაუერი” წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურად ოფიციალურ ვებგვერდსა (www.gwp.ge) და ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს. ჯერჯერობით მათ საიტზე არ არის გამოქვეყნებული 23 დეკემბერს წყალმომარაგების დაგეგმილი შეზღუდვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი