ახალი ამბები

ვაკის #71 უბანზე კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ვიდეოგადაღების შეზღუდვას ცდილობდა

1 ოქტომბერი, 2012 • 983
ვაკის #71 უბანზე კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ვიდეოგადაღების შეზღუდვას ცდილობდა

ამ უბანზე რეგისტრირებულია 1503 ამომრჩეველი და მოტანილია 1350 ბიულეტენი და კონვერტი.

კომისიის თავმჯდომარის თქმით, თუ ბიულეტენები დააკლდებათ და ამომრჩეველთა აქტივობა მაღალი იქნება, საოლქში დარეკავენ და დამატებით ბიულეტენებს მოიტანენ.

აღნიშნულ უბანზე სამი ვიდეოკამერა მუშაობს – “ნეტგაზეთის”, “აიტივის” და არასამთავრობო ორგანიზაციის – “თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციის” დამკვირვებელი.

კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ვიდეოგადამღებბებს მიუთითა, რომ არ გადაეღოთ უბანზე არაფერი და კადრში ჰქონოდათ მხოლოდ საარჩევნო ყუთი. ნახევარი საათის შემდეგ, “თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციის” დამკვირვებელიშეეცადა გადაეღო საარჩევნო უბანი, რაზეც შენიშვნა მისცა კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ. ამის შემდეგ საქმეში ჩაერია კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც მოადგილეს უთხრა, რომ კამერებს ყველაფრის გადაღების უფლება აქვთ უბანზე და ამის შემდეგ კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ შეზღუდვისთვის ბოდიში მოიხადა.

უბანზე საარჩევო პროცესს აკვირდებიან დამკვირვებლები შემდეგი ორგანიზაციებიდან: ლტოლვილთა და უმცირესობათა პრობლებების ინსტიტუტი, ქართული ოცნება, ახალი მემარჯვენეები, უფლებათა დაცვის ცენტრი, ქალი და არჩევანი, ნაციონალური მოძრაობა, ქდმ, ქრისტიან დემოკრატიული სახალხო მოძრაობა, სამოქალაქო ინიციატივა სამართლიანი არჩევანი, თავისუფალი არჩევანი სამოქალაქო საზოგადოებისათვის, საქართველოს სპორტსმენთა კავშირი.

 

კომისიის წევრებს შორის წილისყრის შედეგად უფლებამოსილება შემდეგნაიარად გადანაწილდა: გამწესრიგებელი – საოლქოდან დანიშნული წევრი, საარჩევნო ყუთზე ზედამხვედველობა – ქართული ოცნება, პირველი რეგისტრატორი – ცესკოს წარმომადგენელი, მეორე რეგისტრატორი – “ოცნება”, მესამე რეგისტრატორი – “ქდმ”, მეოთხე რეგისტრატორი –  ცესკოს წარმომადგენელი, მეხუთე რეგისტრატორი – ლეიბორისტი. გადასატან ყუთს თან გაჰყვება – ქდმ-ს, ნაციონალების და ორგანიზაცია ქალი და არჩევანის წარმომადგენელი.

 

დილის 9 საათისთვის, ამ უბანზე ხმა მისცა 80-მდე ამომრჩეველმა. ამ დროისთვის უბანზე არანაირი საჩივარი არ დაწერილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი