ახალი ამბები

#34 საარჩევნო უბანზე თავმჯდომარე მედიას მხოლოდ ყუთის გადაღების საშუალებას აძლევს

1 ოქტომბერი, 2012 • 1028
#34 საარჩევნო უბანზე თავმჯდომარე მედიას მხოლოდ ყუთის გადაღების საშუალებას აძლევს

ნანა ჩიკვაიძემ უბანზე დამკვირვებლებისა და ჟურნალისტების საყურადღებოდ გამოაცხადა, რომ დასაშვებია მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო ყუთის გადაღება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თავად ამომრჩევლების გადაღება, განსაკუთრებით სახეზე რადგან ეს მათ უფლებებს არღვევს.

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის, თამარ კორძაიას განცხადებით ეს განცხადება კანონდარღვევაა:

 

“ეს არის არასწორი განმარტება ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილების, გარდა იმისა, რომ ყუთი უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილზე ნებისმიერ დამკვირვებელს და მედიის წარმომადგენელს აქვს უფლება გადაიღოს ნებისმიერი ამომრჩეველი რომელიც უბანზე შემოვა და მიმდინარე პროცესი, ეს წერია დადგენილების პირველ მუხლში და მეორე მუხლის პირველ პუნქტში” , – განაცხადა თამარ კორძაიამ.

 

სპეციალურად კამერისთვის გამოყოფილი ადგილი უბნიდან მეორე ოთახში გასასვლელი კარის ჭრილია, საიდანაც მხოლოდ და მხოლოდ ყუთი ჩანს, ამ ადგილზე ერთ კამერაზე მეტი არ ეტევა.

 

საბურთალოს ოლქის #34 საარჩევნო უბანი დადგენილზე ნახევარი საათით ადრე გაიხსნა.

 

როგორც უბნის თავმჯდომარემ განაცხადა 7 საათზე ადრე უბნის გახსნა მოსამზადებელი პროცედურების გამო მოხდა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია თუ კონკრეტულად რა იგულისხმებოდა მოსამზადებელ პროცედურებში.

 

კომისიის წევრებს შორის წილისყრა წინასწარ გამზადებული ფურცლებით მოხდა, რომელსაც თავმჯდომარემ წილისყრამდე ბეჭედი დაარტყა და მაგიდაზე ერთმანეთის მიყოლებით დააწყო. წილისყრაში არ მონაწილეობდა “ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენელი, ის საარჩევნო უბანზე წილის ყრის დასრულების შემდეგ გამოცხადდა. 

 

უბანზე საარჩევნო პროცესს აკვირდებიან:

თამარ ტყეშელაშვილი – ახალი თაობა დემოკრატიული საზოგადოებისთვის

გიორგი ჯიქია – ააიპ კავკასიონის სინერგია

ლევან გაფრინდაშვილი – პოლიტიკური გაერთიანება “ქართული დასი”

სოფიო ჩიჩუა – ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის

მაია ეჯიბია – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

მაკა ბუზალაძე – სამოქალაქო ინიციატივა სამართლიანი არჩევანი

მანანა ქავთარაძე – დემოკრატიისა და ბიზნესის განვითარების ინსტიტუტი

ოლია კანთელაძე – უფლებათა დაცვის ცენტრი

ნელი ქავთარაძე – საერთაშორისო ასოციაცია ქალთა თანასწორობისთვის

გიორგი ხაჭაპურიძე – დემოკრატიისა და სამართლებრივი განვითარების საზოგადოება

 

საარჩევნო უბანზე რეგისტრურებულია 1328 ადამიანი, გადასატანი ყუთით სარგებლობს 16 , ხოლო სპეციალურ სიაში შეყვანილია 7 ამომრჩეველი.

მასალების გადაბეჭდვის წესი