ახალი ამბები

აბონენტების ნაწილისთვის “ჯეოსელის” ქსელი შეფერხებით მუშაობს

22 დეკემბერი, 2016 • 4118
აბონენტების ნაწილისთვის “ჯეოსელის” ქსელი შეფერხებით მუშაობს

აბონენტების ნაწილისთვის ჯეოსელის ქსელი შეფერხებით მუშაობს. როგორც ნეტგაზეთს კომპანიაში განუცხადეს, ტექნიკური ჯგუფი პრობლემის მოგვარებისათვის უკვე მუშაობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ხარვეზი მხოლოდ ჯეოსელის ქსელის რიგ აბონენტებზე ფიქსირდება. “მაგალითად, ლაი-ლაის აბონენტებს პრობლემა არ აქვთ”

“ჯეოსელის გარკვეულ ნომრებზე ფიქსირდება შეფერხება. ყველა ნომერზე არ არის საუბარი. რამდენიმე საათის წინ დაფიქსირდა  ეს შეფარხება. ჩვენი ტექნიკური ჯგუფი სრული დატვირთვით მუშაობს, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში აღმოიფხვრას  ეს პრობლემა. ეს ყველა აბონენტს არ შეხებია. უკვე მიმდინარეობს სამუშაოები, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში აღმოიფხვრას ეს პრობლემა”, – გვითხრეს ჯეოსელში.

კომპანიაში ჯერჯერობით არ ფლობენ ინფორმაციას, რამ გამოიწვია ის გარემოება, რომ ტექნიკური პრობლემა მხოლოდ აბონენტების ნაწილს აწუხებს და არა ქსელის ყველა მომხმარებლებს. ჯეოსელში ამბობენ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ ექნებათ, რაც ტექნიკური ჯგუფი მუშაობას დაასრულებს. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ პრობლემა მალე მოგვარდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი