სააგენტო ბავშვთა შორის სექსუალური ძალადობის სავარაუდო შემთხვევაზე ინფორმაციას ავრცელებს

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფომაციით, ერთ-ერთ სააღმზრდელო დაწესებულებაში,  სავარაუდოდ, ბავშვებს შორის სექსუალურ ძალადობას ჰქონდა ადგილი. სააგენტოს განცხადებით, ეჭვის გაჩენისთანავე დაიწყო ფაქტის მოკვლევა და რეფერირების პროცედურების შესაბამისად, შემთხვევის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეცნობა, რომელმაც შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტების გამოსავლენად გამოძიება დაიწყო.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, სააღმზრდელო დაწესებულებაში, სადაც შემთხვევა, სავარაუდოდ, მოხდა სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი 9 მოზარდი ცხოვრობს. სავარაუდო მოძალადე დაწესებულებიდან უკვე გაყვანილია. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, სამინსიტრო დააყენებს შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.