ახალი ამბები

ჩვილის გარდაცვალებას ‘ოცნების’ კანდიდატი პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს

30 სექტემბერი, 2012 • 2662
ჩვილის გარდაცვალებას ‘ოცნების’ კანდიდატი პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს

“ქართული ოცნების” გურჯაანის მაჟორიტარი კანდიდატი მანანა ბერიკაშვილი ამბობს, რომ ბავშვი მოკლულია:

 

“ბავშვი ჯერ გაიტაცეს, შემდეგ ქვევრში ჩააგდეს და თავსახური დაახურეს. მე ვიცი რამდენი ხნის განმავლობაში ემუქრებოდა “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ოჯახს. ოჯახის წევრები ვერ მოისყიდეს და თავის მხარეზე ვერ გადაიყვანეს, ფულიც კი შესთავაზეს და მას შემდეგ, რაც ვერაფერს გახდნენ, ასე გაუსწორდნენ ოჯახს”, – განაცხადა მანანა ბერიკაშვილმა.

 

როგორც “ქართული ოცჯების” მაჟორიტარი კანდიდატი აცხადებს ბავშვი საძინებლის ფანჯრიდან გაიტაცეს, რამდენიმე ხნის ძებნის შემდეგ ის ოჯახის წევრებმა ქვევრში ჩაგდებული იპოვეს, ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი