ახალი ამბები

მიტროპოლიტი ზოსიმე ისაკაძე VS გიგნაძის საკითხზე: მითითება მიეცათ, რომ ასეთი რაღაც არ მოხდეს ეკლესიაში

22 დეკემბერი, 2016 • 9597
მიტროპოლიტი ზოსიმე ისაკაძე VS გიგნაძის საკითხზე: მითითება მიეცათ, რომ ასეთი რაღაც არ მოხდეს ეკლესიაში

“მითითება მიეცათ, რომ ასეთი რაღაც არ მოხდეს ეკლესიაში,”- ეს განცხადება დუშეთისა და წილკნის მიტროპოლიტმა ზოსიმემ საპატრიარქოში სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ჟურნალისტების კითხვა, რომელსაც ზოსიმემ ზემოხსენებული განცხადებით უპასუხა, იყო შემდეგი: ხომ არ იმსჯელეს იმის შესახებ, რომ დავით ისაკაძე თეოდორე გიგნაძეს ეძახის მწვალებელს?

გიგნაძე / ისაკაძე

მღვდელი დავით ისაკაძე თეოდორე გიგნაძეს რამდენიმე დღის წინ დაუპირისპირდა, როდესაც მას ალექსანდრე გალდავასთან ერთად მწვალებელი და ეკლესიის მტრები უწოდა.

თავად გიგნაძემ ისაკაძესთან რაიმე კონფლიქტი გამორიცხა.

“თუ სინოდი დაინახავს რაიმე საშიშროებას დაძაბულობის თვალსაზრისით, ალბათ, ამ საკითხს განიხილავს. პირზე კოცნით ვხვდები თითოეულ მათგანს, როგორც მღვდლები ესალმებიან ერთმანეთს. რა დაემართა [ისაკაძეს] არ ვიცი. ალოგიკურია, პასუხი არ მაქვს. მამა თეოდორე ეკლესიის მტერი როგორ შეიძლება იყოს?! ჩემი ცხოვრების არსი და მიზანი არის ქრისტე და მისი ეკლესია. თუ ვინმეს რაიმე პრობლემა აქვს, ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა. უფალი გვასწავლის, თუ ერთ ლოყაში გაგარტყამენ, მეორე მიუშვირეო”, – განაცხადა გუშინ, 21 დეკემბერს თეოდორე გიგნაძემ კურიერის ეთერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი