ახალი ამბები

სააპელაციო სასამართლომ მედიის შემზღუდავი დადგენილება ძალაში დატოვა

30 სექტემბერი, 2012 • • 1007
სააპელაციო სასამართლომ მედიის შემზღუდავი დადგენილება ძალაში დატოვა

“სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია, მაგრამ თავს მივცემ უფლებას და ძალიან სუბიექტურ შეფასებას გავაკეთებ იმიტომ, რომ იმდენად სწრაფად მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება, რომ ვფიქრობ, სასამართლოს წინასწარგანწყობა ჰქონდა მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით” – განუცხადა “ნეტგაზეთს” საქართველს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა, იურისტმა თამარ კორძაიამ.

 

თამარ კორძაია ამბობს, რომ მას ძალიან აინტერესებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია, თუ რატომ არ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი, რადგან მას საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად მიაჩნია. თუმცა, იურისტი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს საერთოდ უარი თქვას თავისი გადაწყვეტილების დასაბუთებაზე, თუ ის არ ცვლის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

 

 “დღეს ჩვენ სპეციალურად ვუსვამდით ხაზს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პროპორციულობას და მისი შეზღუდვის კრიტიკულ აუცილებლობას დემოკრატიულ საზოგადოებაში.  ჩვენ ვამბობდით, რომ ეს შეზღუდვა არ აკმაყოფილებს ამ სტანდარტებს. არ შეიძლება წინასწარ მოხდეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ასევე, არ არის დასაბუთებული რა კრიტიკული აუცილებლობა არსებობს ამის გასაკეთებლად. მართლა მაინტერესებს, ამ ტიპის საკითხებზე რა განმარტებას გააკეთებს სააპელაციო სასამართლო”, – ამბობს თამარ კორძია.

 

“ამ შემთხვევაში ჩვენ ვამბობდით იმას, რომ არჩევანის თავისუფლება, არჩევანის ფარულობის დარღვევა და გამოხატვის თავისუფლება, არაპროპორციულად არის ერთმანეთთან დაპირისპირებული. ანუ, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იმ ფონზე, რასაც საარჩევნო კანონმდებლობა ითვალისწინებს, სრულიად არაპროპორციულია. ამომრჩევლის ნების ფარულობას ვერცერთი ფოტო–ვიდეოგადაღება ვერ შეზღუდავს, რადგან კენჭისყრის კაბინაში გადაღება აქამდეც აკრძალული იყო და ეს უზრუნველყოფდა ამომრჩევლის ნების გამოხატვის ფარულობას” – განუცხადა “ნეტაზეთს” ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა.

 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნებზე ფოტო–ვიდეოგადაღებასთან დაკავშირებით დადგენილება 25 სექტემბერს მიიღო, რასაც მედიის წარმომადგენლების მხრიდან პრტესტი მოჰყვა. ცესკოს შენობასთან საპოროტესტო აქციის გამართვის შემდეგ მედიის წარმომადგენლებმა დაპირება მიიღეს, რომ დადგენილების გადახედვა მოხდებოდა, თუმცა დადგენილება არ შეცვლილ

მასალების გადაბეჭდვის წესი