ახალი ამბები

წიგნი “მზიანი ღამე პატრიარქი” ბიუჯეტიდან 254 000 ლარით დააფინანსეს

22 დეკემბერი, 2016 • 5576
წიგნი “მზიანი ღამე პატრიარქი”  ბიუჯეტიდან 254 000 ლარით დააფინანსეს

პატრიარქ ილია მეორის დაკვეთით გამოცემული წიგნის “ნათელი ქრისტესი  საქართველო” მესამე ტომის გამოცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა – ის 254 000 ლარი დაჯდა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მესამე ტომისთვის ფული მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. მთავრობის 2016 წლის 6 ივლისის განკარგულებაში ვკითხულობთ, რომ ეს თანხა უნდა მოხმარდეს”ნათელი ქრისტესი  საქართველო” მესამე ტომის „მზიანი ღამე პატრიარქი“ გამოცემასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას.

თანხა არასამთავრობო ორგანიზაციას ,ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლი” გამოუყვეს, რომლის ხელმძღვანელი ისტორიკოსი ნესტან კირთაძეა.

წიგნის -“საუკუნის ტრილოგია ,,ნათელი ქრისტესი საქართველოს” მე-3 ტომის – ,,მზიანი ღამე პატრიარქი”, პრეზენტაცია საქართველოს საპატრიარქოში 2016 წლის 15 დეკემბერს გაიმართა. წიგნის გამოცემის ინიციატორია ილია მეორე, ხოლო იდეის ავტორი და მთავარი რედაქტორი- ნესტან კირთაძე.

მესამე ტომის ტირაჟი, ნესტან კირთაძის თქმით, 500 ცალია და მისი მიზანია საქართველოს ეკლესიის ისტორიის ერთ წიგნში თავმოყრა. წიგნი მოიცავს საისტორიო წყაროებს, ხელნაწერებს, არქიტექტურასა და მხატვრობას.

ტრილოგიის "ნათელი ქრისტესი საქართველო" მესამე ტომის პრეზენტაცია

ტრილოგიის “ნათელი ქრისტესი საქართველო” მესამე ტომის პრეზენტაცია

ტრილოგიის "ნათელი ქრისტესი საქართველო" მესამე ტომის პრეზენტაცია

ტრილოგიის “ნათელი ქრისტესი საქართველო” მესამე ტომის პრეზენტაცია

ნახეთ ვიდეო წიგნის პრეზენტაციიდან, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რეზიდენციაში გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი