ახალი ამბები

პატიმრები საავადმყოფოებში გადაჰყავთ

30 სექტემბერი, 2012 • • 1028
პატიმრები საავადმყოფოებში გადაჰყავთ

“წარსულში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა მიღების დროს, ძირითადად არადანიშნულებისამებრ ხდებოდა საკარანტინე ნაწილში პატიმართა განთავსება. სამინისტრო აუცილებელად მიიჩნევს, კარანტინს გავლის დროს მოხდეს დაწესებულებაში შესული ახალი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, რათა თავიდან იქნას აცილებული სხვადასხვა გადამდები დაავადებების სისტემაში გავრცელება;

 

მიგვაჩნია, რომ სათანადო სამედიცინო დახმარების დროულად აღმოჩენა, თავიდან აგვაცილებს დაავადებათა გამწვავებას. როგორც განვილილი პერიოდი ცხადყოფს, პატიმართა ჯანმრთელობის მიმართ არასათანადო ყურადღება, ხშირად ხდებოდა სხვა უფრო რთული დაავადებების განვითარების საფუძველი”, – ნათქვამია სამინსიტროს განცხადებაში.

 

სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, მინისტრმა დავალება მისცა ყველა დაეწესებულების ხელმძღვანელსა და სამედიცინო პერსონალს, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდნონ პატიმართა მიმართვებს სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მოთხოვნით, გაუწიონ მათ სათანადო სამედიცინო დახმარება და საჭიროების შემთხვევაში დააყენონ პატიმართა შესაბამისი პროფილის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის საკითხი. ამავდროულად სამინისტროს მხრიდან დამატებით განხორციელდება ყველა სათანადო მედიკამენტისა და სხვა სამკურნალწამლო საშუალებების შეძენა.

 

“აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 20 სექტემბრიდან აქტიურად ამოქმედდა ავადმოყოფობის გამო სასჯელის მოხდის გადავადების მექანიზმი. გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აღნიშნული პერიოდიდან სასჯელი გადაუვადდა 20-მდე მსჯავრდებულს.

 

სამინისტროს მიერ ციხის ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმა შეუქცევადი ხასიათისაა, რაც მიგვაჩნია, რომ გააუმჯობებსებს როგორც ზოგადად პატიმართა ჯანდაცვის მდგომარეობას და ასევე მაქსიმალურად შეამცირებს ციხეებში სიკვდილობის მაჩვენებელს”, – აცხადებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი