ახალი ამბები

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება

22 დეკემბერი, 2016 • 2441
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ქსელში მომხდარი ავარიის გამო 22 დეკემბერს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

კომპანია „თელასის“ განცხადებით, დღეს, 10:04 საათზე ავარიულად გამოირთო გადამცემი ხაზები „ვერა-1“ და „ვერა-2“. ამის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა თბილისის თბოელექტროცენტრალის (თეცი-ს) ქვესადგურის მომხმარებლებს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში. ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), დავით აღმაშენებლის გამზირის და მიმდებარე ქუჩების 20 ათასამდე აბონენტს.

სს „თელასის“ განცხადებით, ტექნიკური სამსახური აწარმოებს ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებს და აბონენტების ელექტრომომარაგება უახლოეს დროში აღდგება.

ამას გარდა, ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით ელექტრომომარაგება 22 დეკემბერს დროებით შეიზღუდება:

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, ორახელაშვილის, ღლონტის, ტყემალაძის და ფრანგულიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და მამისაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 18 საათამდე — კრწანისის რაიონს – დიუმას, პუშკინის და კოტე აფხაზის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 13 საათამდე – ქავთარაძის და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

“თელასის” ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი