ახალი ამბები

ანონსი – 22 დეკემბერი

21 დეკემბერი, 2016 • 1683
ანონსი – 22 დეკემბერი

09:00 – საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართება.


10:00 – პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის შეხვედრა სომხეთის თავდაცვის მინისტრთან, ვიგენ სარგსიანთან.


10:30 – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა.


11:00 – “ფრონტლაინ კლუბში” საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და გაეროს ბავშვთა ფონდი გამართავს ბავშვთა საკითხების გაშუქების მედიამონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციას.მედიამონიტორინგის ანგარიშის გარდა, გაიმართება ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესებისა და შემთხვევათა ანალიზის პრეზენტაცია.


11:00 – ,,პრაიმტაიმის“ პრესკლუბში, ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა ააიპ ,,HUB Georgia”, – ს წარმომადგენელი ვასო ურუშაძე, ბრიფინგს გამართავს. თემა: ვასო ურუშაძე ისაუბრებს საქართველოს სარკინიგზო გადაზიდვებში არსებულ მონოპოლიურ მდგომარეობასა და შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე. პრესკონფერენციაზე დასახელდება ის ფაქტები და მტკიცებულებები, რაც გამოააშკარავებს სარკინიგზო გადაზიდვებში არსებულ მონოპოლიურ სქემას.


11:30 –  ,,პრაიმტაიმის“ პრესკლუბში, ორგანიზაცია ,,umbrella” გამართავს პრესკონფერენციას. თემა: ,,umbrella” უერთდება სხვა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც ერთად იმუშავებენ ახალგაზრდულ პრობლემებზე. სხვა დეტალები და ორგანიზაციის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი.


13:00 –  გაიმართება, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე, კვალიფიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის ადგილი თბილისი მერიოტი, დარბაზი სანადიმო. საკონტაქტო პირი გიორგი ახვლედიანი.


19:00 –  ქ. თბილისში კაფე “1904”-ში მწვანე ალტერნატივა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია აწყობს ესპანელი ფოტოგრაფის როზა ვრუმის ფოტოგამოფენას “ჩვენ ვართ სვანეთი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი