ახალი ამბები

დიმიტრი პესკოვი: პუტინი აბსოლუტური ლიბერალია

21 დეკემბერი, 2016 • 1362
დიმიტრი პესკოვი: პუტინი აბსოლუტური ლიბერალია

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ვლადიმირ პუტინს “აბსოლუტური ლიბერალი” უწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “დოჟდი” ავრცელებს.

“მტრები – პირველ რიგში, უცხოეთში და ზოგიერთი რუსეთის შიგნითაც- თვლიან, რომ პუტინი უფრო კონსერვატორია, რომლისთვისაც სიტყვა ” თავისუფლება” უცხოა, მაგრამ პუტინი თავისი ბუნებით აბსოლუტური ლიბერალია”, – განაცხადა პესკოვმა.

პესკოვის თქმით, პუტინი უფრო მეტად ლიბერალია, ვიდრე ის რუსი პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომლებიც საკუთარ თავს ოპოზიციას უწოდებენ.

პესკოვი და პუტინი © EPA/MIKHAIL KLIMENTYEV

პესკოვი და პუტინი © EPA/MIKHAIL KLIMENTYEV

“ის აბსოლუტური ლიბერალია თავის ეკონომიკურ მიდგომებში, სოციალურ პოლიტიკაში და ა.შ”.

“დოჟდი” წერს, რომ პუტინმა საკუთარ თავს ლიბერალი 2014 წელს უწოდა უცხოელ და რუს ჟურნალისტებთან ინტერvიუში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი