ახალი ამბები

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის დამატებით 40 მილიონი ლარი გამოიყო

21 დეკემბერი, 2016 • 25878
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის დამატებით 40 მილიონი ლარი გამოიყო

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის დამატებით 40 მილიონი ლარი გამოიყო. შესაბამისი გადწყვეტილება პარლამენტმა დღეს, 21 დეკემბერს მიიღო.

2016 წლის სახელმწიფო  ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შახებ მომზადებული პროექტი პარლამენტმა 85 ხმით 6-ის წინააღმდეგ მიიღო.

სხვადასხვა მხარჯავ დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხარჯების შეზღუდვის და ზოგიერთ პროგრამაში არსებული ეკონომიის ხარჯზე ხორციელდება რესურსების მობილიზება ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო პროგრამის დაფინანსებისათვის.

განმარტებითი ბარათის თანახმად, სხვადასხვა სამინისტროების და მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებებში ადმინისტრაციული ხარჯების შეზღუდვის და ზოგიერთ პროგრამაში არსებული ეკონომიების ხარჯზე უწყებების ასიგნებები საბიუჯეტო სახსრების ნაწილში მცირდება 40.0 მლნ ლარით და მობილიზებული რესურსი წარიმართება ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო პროგრამის დასაფინანსებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი