ახალი ამბები

ლიბერთი თაუერში ხანძრის შემდეგ აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

29 სექტემბერი, 2012 • • 1064
ლიბერთი თაუერში ხანძრის შემდეგ აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

 

ფოტო: ნინია კაკაბაძე
ფოტო: ნინია კაკაბაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

“გვინდა გაცნობოთ, რომ Liberty Tower დაზღვეულია მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სადაზღვევოკომპანიაში, Chartis Group-ში, რომელიც ამერიკასა და ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში 70 მილიონზე მეტკლიენტს ემსახურება. კომპანიის წლიური შემოსავალი 30-დან 40 მილიარდი დოლარის ფარგლეში მერყეობს,”– ნათქვამია “ლიბერთი ბანკის” პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 “ლიბერთი ბანკის” სათაო ოფისის ბოლო, მეთხუტმეტე სართულზე ხანძარი გუშინ 17 საათზე გაჩნდა. როგორც “ნეტგაზეთს” ბანკის პრესამსახურის წარმომადგენელმა დოდო ბოჭორიშვილმა განუცხდა, მეთხუთმეტე სართულზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და ცეცხლი სწორედ ამის გამო გაჩნდა.

“ლიბერთი ბანკი” 29 სექტმბერს ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ბანკი  ქვეყნის ყველა რეგიონში 200 ფილიალით არის წარმოდგენილი. ბანკს ასევ, აქვს 100 მოძრავი სერვის-ცენტრი. “ლიბერთი ბანკი” 800 ათას პენსიონერს ემსახურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი