ახალი ამბები

ომბუდსმენი მიმართავს შსს-ს ბესო სურმავას ადგილსამყოფელის დადგენის თაობაზე

29 სექტემბერი, 2012 • 1011
ომბუდსმენი მიმართავს შსს-ს ბესო სურმავას ადგილსამყოფელის დადგენის თაობაზე

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში ნათქვამია, რომ 2012 წლის 27 სექტემბრიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის დაცვის თანამშრომლის ბესო სურვამას მიერ, ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა გარკვეული ვიდეო ჩანაწერები, ბესო სურმავას ოჯახის განმარტებით, მათთვის მისი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი არის ცნობილი.

 

“აღნიშნული ფაქტის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, მნიშვნელოვანია გამოძიების მწარმოებელი ორგანოს მიერ, რეგულარულად ვრცელდებოდეს ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების შესახებ”, – ნათქვამია ომბუდმსმენის განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრის – ბესო სურმავას სახელით youtube-ზე ბოლო სამი დღეა ვრცელდება კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერების საუბრების ფარული ჩანაწერები, სადაც ისინი შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენიებენ როგორც ერთმანეთს, ისე – კოალიციის ლიდერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი