ახალი ამბებიხელოვნება

საქართველოს პრეზიდენტმა ქეთი მელუა ღირსების ორდნით დააჯილდოვა

21 დეკემბერი, 2016 • 2598
საქართველოს პრეზიდენტმა ქეთი მელუა ღირსების ორდნით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მომღერალი ქეთი მელუა საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ღირსების ორდენით დააჯილოდოვა.

ღირსების ორდენი მომღერალს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სახელით გუშინ, 20 დეკემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართულ კონცერტზე გადასცა.

ქეთი მელუასა და გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტი იყო დასკვნითი კონცერტი ევროპული ტურნესი, რომელის დროსაც მელუამ და კამერულმა გუნდმა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში კონცერტები გამართეს და მათი ერთობლივი ნამუშევრები შეასრულეს. მათ ასევე ჩაწერეს დისკი In Winter, რომელიც 2016 წლის ოქტომბერში გამოვიდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი