ახალი ამბები

გუგლის წინასწარმეტყველი ლტოლვილების დასახმარებლად

21 დეკემბერი, 2016 • 3168
გუგლის წინასწარმეტყველი ლტოლვილების დასახმარებლად

გუგლის საძიებო სისტემის  ბეტა ვერსია მომხმარებლებს მომავლის წინასწარმეტყველებას ჰპირდება, თუმცა საიტზე გადასვლის შემდეგ მათ ყურადღებას მომავლის ნაცვლად ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიმდინარე პრობლემაზე ამახვილებს.

სანამ გუგლის საძიებო სისტემის მომხმარებლები საკუთარი ბედით არიან დაინტერესებულნი, “გუგლის” თქმით, 60 მილიონი ლტოლვილი საკუთარ თავს ეკითხება, საერთოდ აქვს თუ არა მომავალი. ამ პრობლემაზე ყურადღების გასამახვილებლად კომპანიამ პოპულარული საძიებო სისტემის ყალბი ვერსია შექმნა.

საიტი დასასმელ შეკითხვებსაც თავად გვთავაზობს. მათ შორისაა: “ვიპოვი უსაფრთხო ადგილს?”, “შევუერთდები ჩემს ოჯახს?”, “არსებობს ადგილი, სადაც მიმიღებენ?” და “არსებობს ადგილი, სადაც ჩემს შვილებს მშვიდობიან გარემოს შევუქმნი?”.

“პროექტის მიზანია, გაზარდოს ცნობიერება ამ კუთხით. ჩვენ პოლიტიკურ დონეზე სტრუქტურული გამოსავალის პოვნა გვჭირდება” – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გუგლის ეს ვერსია მოუწოდებს მომხმარებლებს, დაეხმარონ ლტოლვილებს და ქველმოქმედების განსახორციელებლად შესაბამისი ორგანიზაციების ბმულებს უთითებს.

google ლტოლვილების დასახმარებლად

google ლტოლვილების დასახმარებლად

მასალების გადაბეჭდვის წესი