ახალი ამბებისაზოგადოება

#SaveAleppo – საქართველოს მოქალაქეების სოლიდარობა სირიელ ხალხს [ფოტო/ვიდეო]

20 დეკემბერი, 2016 • 3076
#SaveAleppo – საქართველოს მოქალაქეების სოლიდარობა სირიელ ხალხს [ფოტო/ვიდეო]

20 დეკემბერს თბილისში სირიელი ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად აქცია გაიმართა. თავისუფლების მოედანზე შეკრებილმა მოქალაქეებმა მწუხარება გამოთქვეს სირიაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების თაობაზე. მათ სურვული აქვთ, რომ დახმარების ხელი გაუწოდონ ალეპოს დაზარალებულ მოსახლეობას.

სოლიდარობა სირიელ ხალხს - აქცია თავისუფლების მოედანზე. 20.12.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

სოლიდარობა სირიელ ხალხს – აქცია თავისუფლების მოედანზე. 20.12.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

აქცია სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა და ორგანიზატორები იმედოვნებდნენ, რომ გლოვის ნიშნად დედაქალაქის ხელისუფლება საახალწლო განათებებს ცოტა ხნით ჩააქრობდა, თუმცა ჯერჯერობით საქართველოს არც ერთი ქალაქის მმართველ პირს ეს იდეა არ გაუზიარებია.

“განათებების ჩაქრობით სირიელ ხალხს დიდად ვერ დავეხმარებით, მაგრამ ეს არის ჩვენი სინდისისთვის… ასეთი გაბრჭყვიალებული ქალაქი, როდესაც იქ ხალხი იხოცება და მინუს გრადუს ყინვაში არიან, საახალწლო განათებების ჩაქრობა იქნებოდა ძალიან კარგი მხარდაჭერის აქტი მთავრობისგან,” – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნატა ფერაძე.

სოლიდარობა სირიელ ხალხს - აქცია თავისუფლების მოედანზე. 20.12.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

სოლიდარობა სირიელ ხალხს – აქცია თავისუფლების მოედანზე. 20.12.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

ისინი ქვეყნის პირველ პირებს, საქართველოს მთავრობასა და შესაბამის სტრუქტურებს სთხოვენ, რომ სახელმწიფოს სახელით გაკეთდეს სამძიმრის განცხადება. ცნობისთვის, დღეს გიორგი მარგველაშვილმა სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართა და განაცხადა, რომ ეძებენ გზებს სირიაში დარჩენილი ადამიანებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად.

“გვინდა, რომ რაღაცით მაინც დავეხმაროთ მათ. როდესაც იღუპებიან მოხუცები და ბავშვები… ასეთი რამ მე პირველად ვნახე – ამდენი დახოცილი ბავშვი…” – ამბობს აქციის მონაწილე, თამარ ქადაგიძე.

სოლიდარობა სირიელ ხალხს - აქცია თავისუფლების მოედანზე. 20.12.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

სოლიდარობა სირიელ ხალხს – აქცია თავისუფლების მოედანზე. 20.12.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ დახმარებას, რათა შეიქმნას ერთიანი ბაზა, სადაც შეძლებს გაერთიანებას ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა, არასამთავრობო ორგანიზაცია ან მოქალაქე, სადაც შეგროვდება ინფორმაცია პირველად საჭიროებებზე და შეძლებისდაგვარად მოხდება კონფლიქტის ზონაში დაზარალებულთათვის აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება.

სოლიდარობა სირიელ ხალხს - აქცია თავისუფლების მოედანზე. 20.12.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

სოლიდარობა სირიელ ხალხს – აქცია თავისუფლების მოედანზე. 20.12.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

ნატა ფერაძე საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას მიესალმება და აცხადებს, რომ ჰუმანიტარული დახმარებისთვის შესაბამისი ბაზის შექმნა იქნება რეალური დახმარება სირიელი ხალხისთვის:

“უამრავი ადამიანი იწერება, რომ მათ უკვე მოგროვებული აქვთ ჰუმანიტარული დახმარება. მოხალისეები მზად არიან, რომ მონაწილეობა მიიღონ ამ დახმარების მობილიზებაში. სახელმწიფო უნდა დაგვეხმაროს, რომ მივაწოდოთ ეს ადრესატებს.”

სოლიდარობა სირიელ ხალხს - აქცია თავისუფლების მოედანზე. 20.12.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

სოლიდარობა სირიელ ხალხს – აქცია თავისუფლების მოედანზე. 20.12.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

თავისუფლების მოედანზე შეკრებული ადამიანები ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ე.წ. ჰუმანიტარული კორიდორის გაკეთებას, რისთვისაც, მათი თქმით, საქართველოს მთავრობამ უნდა მოითხოვოს საბრძოლო მოქმედებების დროებით შეჩერება. შედეგად კი, შესაძლებელი გახდეს მოსახლეობის გამოყვანა ყველა ცხელი წერტილიდან.

სირიელ ხალხს ვეტყოდი, რომ ისინი მარტო არ არიან. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ვერ ვეხმარებით და იქ არ ვართ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათზე არ ვზრუნავთ და მათ გამო არ ვწუხვართ. მათ მიერ გამოგზავნილი ერთ-ერთი მთავარი მესიჯი იყო: “არასოდეს დაივიწყოთ, რომ ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ვიბრძოდით თავისუფლებისთვის”. ჩვენ ამას არასდროს დავივიწყებთ.”

სოლიდარობა სირიელ ხალხს - აქცია თავისუფლების მოედანზე. 20.12.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

სოლიდარობა სირიელ ხალხს – აქცია თავისუფლების მოედანზე. 20.12.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

სოლიდარობის აქციას ესწრებოდა ენმ-ის დეპუტატი ელენე ხოშტარია, რომელიც ასევე იზიარებს თბილისის საკრებულოს წინ შეკრებილი ადამიანების პოზიციას:

“ამაყი ვარ, რომ ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებრივი ინიციატივა არსებობს, რომ ისეთ საკითხზეც ვიკრიბებით, რომელიც თითქოს ჩვენ არ გვეხება და სოლიდარობას ვუცხადებთ. გვესმის, რომ ეს არ არის ცალკე აღებული ერთი ქვეყნის პრობლემა და ეს არის ადამიანის ღირსების, ადამიანის უფლებების, კაცობრიობის გამოწვევა. მიხარია, რომ საკმაო რაოდენობის ხალხი გამოვიდა და მისასალმებელია, რომ კონკრეტული და პრაქტიკული მოთხოვნებია, რომელიც წაადგება საქმეს. პატარა ქვეყანა ვართ და, ცხადია, რომ დიდი გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია. ძალიან კარგად არის ჩამოყალიბებული ის მოთხოვნები, რაც მართლაც შეიტანს პატარა წვლილს კარგ საქმეში.”

საქართველოს პრეზიდენტის აზრით, სირიაში შექმნილი მდგომარეობა დაუყოვნებლივ და ქმედით რეაგირებას მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რათა თავიდან იქნას აცილებული უდანაშაულო მსხვერპლი. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ეძებს გზებს სირიაში მყოფი ადამიანებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად.

მასალების გადაბეჭდვის წესი