ახალი ამბებიეკონომიკა

სემეკი ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდას არ გამორიცხავს

20 დეკემბერი, 2016 • 3313
სემეკი ელექტროენერგიაზე  ტარიფების ზრდას არ გამორიცხავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე სამომხმარებლო ტარიფების გაზრდას არ გამორიცხავს.  ირინა მილორავას თქმით, ზუსტი პროგნოზირება, გაიზრდება თუ არა სამომხმარებლო ტარიფები, მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც სემეკი თბოელექტროსადგურების და ჰიდროელექტროსადგურების ტარიფების შესახებ იმსჯელებს.

მილორავამ ეს განცხადება დღეს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე შეკითხვის პასუხად გააკეთა.

კომიტეტის სხდომაზე ელექტროენერგიაზე ფასის შესაძლო მატების შესახებ  საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურმა დირექტორმა,  სულხან ზუმბაძემაც ისაუბრა. მისი თქმით,  წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა და ყოველდღიურად 5 მლნ კილოვატი საათში ენერგიაა საჭირო, რაც ქვეყნის ყველაზე დიდი თბოელექტროსადგურის, მეცხრე ბლოკის ენერგიას უტოლდება. აქედან გამომდინარე, ზუმბაძის თქმით, იზრდება დამოკიდებულება იმპორტულ ელექტროენერგიაზე, რამაც შესაძლოა ქვეყანაში ელექტროენერგიის ფასის ზრდა გამოიწვიოს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი