ახალი ამბები

ქუთაისის აეროპორტი ამინდის გაუარესერების გამო შეფერხებით მუშაობს

20 დეკემბერი, 2016 • 2841
ქუთაისის აეროპორტი ამინდის გაუარესერების გამო შეფერხებით მუშაობს

დღეს, 20 დეკემბერს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ამინდის გაუარესების გამო შეფერხებით მუშაობს.

ქუთაისის აეროპორტში განგვიცხადეს, რომ ცუდი ხილვადობისა და დიდთოვლობის გამო ფრენები არის შეფერხებული. 12:00 საათის მდგომარეობით, სალონიკისა და კიევის მიმართულებით რეისის მგზავრები ბორტზე იმყოფებიან და ელოდებიან, როდის შეიქმნება ხელსაყრელი პირობები ფრენისთვის.

ასევე გადადებულია ბუდაპეშტის მიმართულებით ფრენა 21:00 საათამდე, ხოლო ვარშავის რეისი – 22:00 საათამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი